"თელასი" - სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 20 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
129 19 იანვარი 2022, 23:27

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 20 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

უბნების ჩამონათვალი:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟ-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, ანტონოვსკაიას, კარტოზიას, თამარაშვილის, საბურთალოს, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, გაგარინის, ვაზისუბნის, ისაკაძის, შარტავას, სახოკიას და ზემო ვეძისის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, ბაკურციხის, ლიხაურის და ბაკურიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, სოფელი გლდანის და მუხის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, კლდეკარის, გორდის და იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მიწების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
არქივი