ირაკლი კობახიძე - პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია, ამოწურულია ყბადაღებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
126 19 იანვარი 2022, 23:39

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ღამის კურიერის ეთერში მისი თავმჯდომარეობის ერთი წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მოხდა პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევა:

"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული ერთი წელიწადი 30 წლიანი უახლესი ისტორიის განმავლობაში. სხვადასხვა კუთხით პანდემია აქტუალური იყო და არის, ეს ქმნიდა ეკონომიკურ და სოციალურ სირთულეებს და ამას ემატებოდა ეს ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რაც შეიქმნა სწორედ იმის გამო, რომ ოპოზიციამ უარი თქვა საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე. საბოლოო ჯამში მოხერხდა, რომ ოპოზიცია შევიდა პარლამენტში, 19 აპრილის შეთანხმება იქნა ხელმოწერილი და პროცესები წარიმართა იმის საპირისპიროდ, რაც ჰქონდა დაგეგმილი ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს.

აქედან გამომდინარე, მაშინ თუ იყო საუბარი პოლიტიკურ კრიზისზე და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისიც პოლიტიკური კრიზისია, თუმცა დღეს ასეთ კრიზისზე ბუნებრივია საუბარი აღარ არის.

როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალა არის თავისი არსით ანტისისტემური, რა თქმა ეს არის კრიზისის გამოხატულება ზოგადად, ეს არ არის ვიწრო გაგებით პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ჩვენი დემოკრატიული სისტემის კრიზისული ასპექტი.პოლიტიკური კრიზისი იმ გაგებით, რა გაგებითაც ამაზე იყო საუბარი, როდესაც ოპოზიცია არ იყო შესული პარლამენტში, ამოწურულია, მათ შორის ამოწურულია ყბადაღებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემაც.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჩვენ გვაქვს ახლა კონსტიტუციური რეგულაციები, რომლის თანახმადაც თეორიულად წელს რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, აირჩევა პარლამენტი იგივე სისტემით 120/30, რაც პირველ რიგში არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას და აირჩევა 2 წლის ვადით. ეს ჩაიდო 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე. ეს უკვე თავისთავად გამორიცხავს ცდუნებას, რომ ვიღაცამ მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები, ოპოზიცის მოთხოვნა არის ერთგვარი ინერცია და პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი