პაატა იმნაძე: „ომიკრონს“ ნუ გავუშინაურდებით, მეშინია იმის, როდესაც „ომიკრონი“ ჩემი ასაკის და უფროსი თაობის აუცრელ ადამიანებს შეხვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
195 19 იანვარი 2022, 23:50

ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით - უფროსი თაობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ომიკრონი“ მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და „დაბუსტულებში“. აქედან გამომდინარე, არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. გამოქვეყნდა გარკვეული შრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ომიკრონი“ ტელიფოციტების სისტემაზე ურტყამს, ესაა უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, სწორედ ამას ურტყამს „ომიკრონი“ და ამან შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თავი დავიცვათ „ომიკრონისგან“, როგორც ვიცავდით თავს „დელტასგან“. ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ნუ ვიქნებით, ავიცრათ, „დავიბუსტოთ“ და სადაც საჭიროა, ყველგან, პირბადე ვატაროთ.

მონაცემების მიხედვით, სადაც ზუსტად ვიცით, რომ „ომიკრონია“ დადასტურებული, ნახევარი იყო ორჯერადად აცრილი და 15% იყო ისეთი, ვისაც გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი. ასე რომ, „ომიკრონი“ არ აქცევს ყურადღებას არც გადატანას, არც აცრის სტატუსს, მხოლოდ რამდენიმე იყო ისეთი, ვისაც „ბუსტერი“ ჰქონდა გაკეთებული. ძირითადად არიან ახალგაზრდები. ახალგაზრდებმა, რომლებიც აცრილები იყვნენ და „ომიკრონი“ დაემართათ, მსუბუქად გადაიტანეს, მეშინია იმის, როდესაც „ომიკრონი“ ჩემი ასაკის და უფროსი თაობის აუცრელ ადამიანებს შეხვდება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
არქივი