რობერტა მეცოლა - 18 წლის წინ ჩემი სამშობლოც, მალტაც შეურთდა ევროკავშირს, ჩვენ შევიგრძენით სიხარული, იმედი, დღეს უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში, დასავლეთ ბალკანეთში ჯერ კიდევ გვიცქერენ ამავე მიზნით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
199 09 მაისი 2022, 17:49

18 წლის წინ ჩემი სამშობლოც, მალტაც შეურთდა ევროკავშირს, ჩვენ შევიგრძენით სიხარული, იმედი, დღეს უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში, დასავლეთ ბალკანეთში ჯერ კიდევ გვიცქერენ ამავე მიზნით, – ეს განცხადება ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.

რობერტა მეცოლამ ასევე ისაუბრა უკრაინაზე და თქვა, რომ „24 თებერვალს რუსეთის მიერ წამოწყებულმა შუა საუკუნეების მსგავსმა აგრესიამ მსოფლიო შეცვალა“.

„ევროპის როლიც შეიცვალა. მეტ დროს ვერ დავკარგავთ. როგორ ვუპასუხეთ რუსეთის უკრაინაში შეჭრას და როგორ განვაგრძობთ ამ ქმედებაზე პასუხს, არის ლაკმუსის ტესტი ჩვენი ღირებულებებისთვის“, – განაცხადა მეცოლამ.

როგორც ევროპარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, უკრაინის მომავალი ევროპაშია. ამასთან, გამოსვლის ბოლოს მეცოლამ აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაციისთვის ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმყოფებით ევროპული ინტეგრაციისთვის გადამწყვეტ მომენტში და არც ერთი წინადადება არ უნდა იყოს უგულვებელყოფილი. რა პროცესიც არ უნდა იყოს საჭირო, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ.

სტუდენტობისას მე პოლიტიკაში ჩავერთე, რადგან მჯეროდა, რომ ჩემი თაობის ადგილი ევროპაშია. ამის დღესაც მჯერა. ჩვენთვის არ არსებობს ძველი და ახალი ევროპა, ან დიდი და პატარა სახელმწიფოები. ჩვენ ვხვდებით, რომ იდეები გეოგრაფიაზე მეტია.

ეს გრძნობა, რომელიც 18 წლის წინ მქონდა, როდესაც 10 ქვეყანა და მათ შორის მალტაც, შეურთდა ევროკავშირს, არის მომენტი, რომელიც მუდამ დარჩება ჩემთან. ჩვენ ვითვლიდით წამებს მაისის ამ დღეს და შეგეძლო, შეგეგრძნო სიხარული, იმედი, აღტკინება, რომლითაც ხალხს სჯეროდა. დღეს ხალხი უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, დასავლეთ ბალკანეთში ჯერ კიდევ გვიცქერს იმავე მიზნით. ცხადია, ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი გზა, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ევროპის ძალის გამოთავისუფლების, რათა შევცვალოთ ევროპა უკეთესობისკენ, როგორც ეს ჩემი ქვეყნის შემთხვევაში მოხდა“, – განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: უსამშობლოთა ზეიმია დღეს - რუსთაველზე არ მოსვლა გაიგივებული იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ლგბტ მომავლის პერსპექტივების გაზიარებასთან და ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
პოლიციამ განზრახ მკვლელობადი ბრალდებული დააკავა
სოზარ სუბარი: აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის
გიული ალასანია - ევროპარლამენტარები, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს
არქივი