მიხეილ სააკაშვილი არის 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში, მას უტარდება ყველა სახის სამედიცინო ღონისძიება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
233 09 მაისი 2022, 18:54

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში, მას უტარდება ყველა სახის სამედიცინო ღონისძიება.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს შესაძლოა, მიეწოდოს სამედიცინო სერვისები, მათ შორის პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

„როგორც ადრეც გვითქვამს, მიხეილ სააკაშვილი არის 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში, მას უტარდება ყველა სახის სამედიცინო ღონისძიება. გავაკეთეთ კიდეც განცხადება, რომ თუ იქნება ამის საჭიროება, მას შესაძლოა, მიეწოდოს სამედიცინო სერვისები, მათ შორის პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში, საჭიროების არსებობის შემთხვევაში“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და ვერ ჭამს,- რატი ბრეგაძის თქმით, ეს არის ტყუილი.

რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად გადაადგილდება.

„თქვენ რა ინფორმაციასაც ახლა აჟღერებთ, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ტყუილი. ნუ ემსახურებით დეზინფორმაციას. თქვენ ახლა მტკიცებით ფორმაში აჟღერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ტყუილი, ის გადაადგილდება დამოუკიდებლად. თქვენ ბრძანეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებაო, ეს იყო თქვენი ფორმულირება. ის, რაც თქვენ თქვით, არის აბსოლუტური სიცრუე, მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდება დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ, პირდაპირ გეტყვით, რომ ნუ ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას. თქვენ ამბობთ ტყუილს, როდესაც ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამით თქვენ ძაბავთ მათ შორის მათი ოჯახის წევრებსაც და ცდილობთ, ხელი შეუწყოთ საზოგადოებრივ მღელვარებას, ეს არის მავნებლობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ როგორც ნებისმიერი პატიმრის შემთხვევაში, პენიტენციური სამსახური სრულად ზრუნავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

„აქ არიან ექიმები, სხვადასხვა პროფილის ექიმებიც უტარებენ გამოკვლევას, სინჯავენ, ასევე მას ჩაუტარდა ლაბორატორიული ანალიზები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. როცა დასჭირდა მას, გადაყვანილი იყო ჯერ გლდანის მე-18 დაწესებულებაში, შემდგომში გორში, ასევე, რესპუბლიკურშიც იყო გაყვანილი გამოკვლევებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს პრობლემა. თუ იქნება საჭიროება და თუ ეს დადასტურდება ობიექტური მონაცემების საფუძველზე, ბუნებრივია, მას ჩაუტარდება ყველა სახის მკურნალობა, რასაც ის საჭიროებს.

მას ჰყავს მკურნალი ექიმები, რომლებიც არიან საკმაოდ მაღალკვალიფიციურები, ლიცენზირებულები სახელმწიფოს მიერ და კონკრეტულად ეს ექიმები მკურნალობენ ძალიან ბევრ სხვა ადამიანს. ჩვენს პირდაპირ ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს კარგად და თუ ვინმე ზრუნავს მასზე, ბუნებრივია, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ. ყოველდღიურად ვინტერესდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და ყოველთვის მაქვს კომუნიკაცია ექიმებთან. არავის რაიმე სახის განსაკუთრებული შეშფოთება არ გამოუხატავს. კიდევ ვიმეორებ ხაზგასმით, რომ იცოდეს მოსახლეობამ და ყველა იყოს მშვიდად, რაც კი დასჭირდება მიხეილ სააკაშვილს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მსჯავრდებულს ან ადამიანს, რომელიც იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებებში, ის ამას აუცილებლად მიიღებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით სირაძე - ძალიან დასაფასებელია ფონდი „ქართუს“ გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ფეხბურთელებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება
სოზარ სუბარი: „ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა - ჩვენი ეროვნულობა“
გია ვოლსკი - არასამთავრობოებმა უნდა გამოავლინონ შემოსავლები ან მოითხოვონ საქართველოსთვის სანქციების დაწესება, მათ აარჩიეს მეორე გამოსავალი, რასაც მხარს უჭერენ კონკრეტული ევროდეპუტატები
ირაკლი კობახიძე: ძალიან დასაფასებელია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების მიმართ, მადლობა ამისთვის ფონდს და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე, თითოეული შემდგომი მოგებული თამაშისთვის
ებრაჰიმ რაისი: თუ ისრაელი კვლავ დაუშვებს შეცდომას და თავს დაესხმევა ირანის წმინდა მიწას, გაურკვეველია, დარჩება თუ არა რამე ისრაელისგან
არქივი