ირაკლი კობახიძე: საჭიროების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
184 11 მაისი 2022, 14:01

გუშინ ჩვენ გვქონდა საუბარი ლეგიტიმურ ეჭვების შესახებ და ეს კითხვები კიდევ უფრო მძაფრდება, რადგან საქმე ეხებოდა არა მხოლოდ გადარიცხვებს, არამედ ასევე თუ არ ვცდები ნახატებსა და ვერტმფრენს. შეფერხება მოიხსნა, მაგრამ იყო ერთი თვე ან თვენახევარი. შესაბამისად, რა კითხვებიც იყო, კიდევ უფრო აქტუალური ხდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ პოლიტიკური კუთხით არ გავაღრმავებთ ამ დისკუსიას. მით უმეტეს, რომ ადვოკატის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას. ამიტომ, იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ამ თემის პოლიტიკური გაღრმავება, ჯობია, რომ დამატებითი კომენტარები აღარ გავაკეთოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - ვინმეს კეთილსინდისიერება თუ არის შესამოწმებელი, ესაა „ენჯეო“ სექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც თავის დასკვნაში ამბობდა, რომ არათუ მართალია გვარამია, დანაშაულიც კი არ არსებობს
შალვა პაპუაშვილი - არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია, სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა
შალვა პაპუაშვილი - ბარიერთან დაკავშირებული არანაირი სპეციალური პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს
ზაალ ანჯაფარიძე: საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლაზეა მიმართული
არქივი