საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 12 მაისი 2022, 19:25

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება ერთი მხრივ ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ მშვიდობისადმი, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ წელს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თბილისში შემობრძანდება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი.

„ხატი ტრადიციისამებრ, ოფრედან (თურქეთის რესპუბლიკა) 11 მაისს წამოაბრძანეს ჩვენმა სასულიერო პირებმა და სამშაბათს, 12:30 საათზე, დააბრძანებენ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც შესრულდება პარაკლისი, შემდეგ კი მოეწყობა ლოცვითი მსვლელობა წმინდა ხატებით სიონის დედა-ეკლესიისაკენ. სიონის მცირე ტაძრებში გამობრძანებული იქნება დიდი სიწმინდეები, – წმ. დავით გარეჯელის „მადლის ქვა“ და დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი, და მრევლს ექნება მათთან მიახლების შესაძლებლობა. პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება, ერთი მხრივ, ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, – მშვიდობისადმი როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ჩვენს უდიდეს გულისტკივილს იწვევს ის საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. ომი საშინელებაა. იგი იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, იწირავს ოჯახის ბედნიერებას. ოჯახისა და მშვიდობის თემაზე ამავე დღეს მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში. გავერთიანდეთ ლოცვითა და მსვლელობით, გავერთიანდეთ იმ სულისკვეთებით, რომ სამშობლო ოჯახიდან იწყება და რომ მტკიცე და ძლიერი ოჯახი ქვეყნის სიმტკიცისა და ძლიერების საწინდარია“, – ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბაკურიანში თოვლის მასა მოწყდა, მაშველები ერთ ადამიანს ეძებენ
შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი პარტია არის „ნაცმოძრაობა“, რომელსაც აქვს შანსი, საარჩევნო ბარიერი გადალახოს, მაგრამ მაგათი საქმე ისე მიდის, შეიძლება, მანდაც პრობლემები შეექმნათ
ოლაფ შოლცი: რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა მსჯელობს იმაზე, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ის, რაც სამშვიდობო პროცესამდე მიგვიყვანდა
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან, ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა
არქივი