კიევში ამერიკელ სენატორთა დელეგაცია იმყოფებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 14 მაისი 2022, 19:28

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში კონგრესის დელეგაცია მიიღო, რომელსაც აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი ხელმძღვანელობდა. ზელენსკი „ინსტაგრამზე“ აცხადებს, რომ ვიზიტი „აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მხრიდან უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია“.

„მადლობა ჩვენს მიმართ იმ ბრძოლაში დახმარებაში, რომელსაც ვაწარმოებთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებებისთვის. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას", - აცხადებს ზელენსკი.

უცნობია, დღეს შედგა თუ არა უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკელი სენატორების შეხვედრა და იმყოფებიან თუ არა ისინი კვლავ კიევში. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი