საქართველოს მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში და არ დაღვრის არავის სისხლს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
210 14 მაისი 2022, 19:31

 საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში და არავითარ შემთხვევაში არ დაღვრის არც ქართველის, არც აფხაზის და არც არავის სისხლს, რადგან ეს არის გზა, რომელიც მრავალჯერ გავიარეთ და ქვეყანას არაფერი სასიკეთო არ მოუტანა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამიტომ ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ვინმემ რამე თქვას, ქარავანი მიდის და ჩვენ ვიცავთ მშვიდობას, რომელსაც დავიცავთ ბოლომდე ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ახლა ცხინვალში შესვლა შეეძლოთ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ნიკოლეიშვილი: ვვარაუდობ, რომ აქციას შეუერთდება ის პროფესურა, რომელიც ამ კანონთან კავშირში არ არის, მაგრამ მათი განწყობები დიდი ხანია, ასეთია
ბექა ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში არ უნდა დარჩეს დასახლებული პუნქტი, სადაც არ გავაერთიანებთ ძალებს და არ შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს
რესპუბლიკის მოედანზე ქალთა ორგანიზაცია აქციას მართავს
ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე - აშკარაა "ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით", ამიტომაც არიან ასე ორკესტრირებულად აღრიალებულნი და დასახმარებლად უხმობენ თავიანთ დამფინანსებელ მამებს
არქივი