ჰერმან საბო არესტოვიჩის განცხადებაზე: მისთვის მკაფიოდ არის ასახსნელი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ოკუპირებული ტერიტორიები ომით დავიბრუნოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 14 მაისი 2022, 19:50

არესტოვიჩის განცხადებაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, მისთვის მკაფიოდ არის ასახსნელი რომ ჩვენ არ ვაპირებთ ომით დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, რაც არ უნდა ამის შესაძლებლობა გვქონდეს, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ამ სიტუაციიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა, რომ ჩვენი ხელისუფლება, არა მარტო საპარლამენტო დონეზე, არამედ აღმასრულებელ დონეზეც აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს უკრაინის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ჰერმან საბომ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ახლა ცხინვალში შესვლა შეეძლოთ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლების მიერ 17 ივლისისთვის დანიშნულ „რეფერენდუმს“ რუსეთთან შეერთების საკითხზე.

„მე კარგად არ ვიცი საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა. ვერ ვიტყვი, შეუძლიათ თუ არა მათ ცხინვალში შესვლა, არის თუ არა ჯარი ახლა შესაბამის მდგომარეობაში, მაგრამ მე კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა. ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ ეს შეეძლოთ. შეიძლება, შეუძლიათ, მაგრამ მე ასე არ მგონია, რადგან ქვეყნის ხელისუფლება არ შეიძლება შედიოდეს კამათში ორ შტატგარეშე მრჩეველთან - ჩემთან და პოდოლიაკთან. ეს ხდება პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერის დონეზე და ასე შემდეგ. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როდესაც ძალიან ზუსტად მოარტყამ მტკივნეულ ადგილზე. თუმცა, ქართველი ხალხი იკითხავს, „ბიჭებო, როგორაა ზოგადად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, როდესაც ჩვენი კუთვნილება მიაქვთ ახლა უკვე არა მხოლოდ დე ფაქტო, არამედ უკვე დე იურე“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მიწების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
არქივი