არ არსებობს წარმატებული კაცი პოლიტიკაში, თუ მის ზურგს უკან არ დგას ღირსეული, მოთმინებით აღვსილი ქალი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
177 14 მაისი 2022, 20:01

მადლობა თქვენ, ჩვენი პარტიის ქალებს, რომლებიც აქ ბრძანდებით, რომლებიც ტელევიზიით გვიცქერთ და გვისმენთ, იმ თავდადებული შრომისთვის. ეს შრომა არ არის უბრალოდ შრომა, ეს არის შრომა ბოროტების წინააღმდეგ, ბრძოლა მშვიდობისათვის, ბრძოლა იმ ბავშვებისათვის, ვინც ჩვენი ადგილი უნდა დაიკავოს, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არიან ისინი, ვინც არ ჩანან კადრში, ისინი, ვინც არ ჩანან პარტიაში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ორი კატეგორია მინდა გამოვყო, რის გარეშეც არ მინდა დღეს ეს ტრიბუნა დავტოვო. პირველნი არიან ჩვენი თანამებრძოლი მამაკაცების მეუღლეები. მე მინდა მათ ვუთხრა მადლობა გამძლეობისთვის. მათ ვუთხრა მადლობა მოთმინებისთვის იმიტომ, რომ არ არსებობს წარმატებული კაცი პოლიტიკაში, თუ მის ზურგს უკან არ დგას ღირსეული, მოთმინებით აღვსილი ქალი, რუდუნებით ოჯახს რომ უვლის და თავისი კარიერაც რომ აქვს, ან შვილებს ზრდის. ამიტომაც მადლობა მას და ბოდიშს ვუხდით მათ ყველა იმ შეურაცხყოფისთვის, რასაც ისინი ჩვენს მაგივრად იღებენ და ასევე, მადლობა მინდა ქალბატონებს გადავუხადო, თითოეულ თქვენ ოჯახის წევრს, თქვენ მეუღლეებს, ჩემს მეუღლეს, ვუთხრა მადლობა იმიტომ, რომ ისინი არიან ის კაცები, ვისაც, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, უწევთ ამისი მოთმენა, ჩვენი მხარდაჭერა და თუ ჩვენ დღეს ვართ მცირეოდენით მაინც წარმატებულები, ეს პირველ რიგში ამ კაცების დამსახურებაა. მადლობა ყველას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში
კახა კალაძე რეზოლუციაზე: იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება
კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები პირველ რიგში სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას
კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარების სურვილია, საქართველოში ფარულად შემოედინებოდეს შავი ფული, რომელიც შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს ხმარდება
კახა კალაძე: ვიზალიბერალიზაციის პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება - ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ
არქივი