უკრაინელი მებრძოლი - "აზოვსტალში" მებრძოლები კიდურების, ხელების, ფეხების გარეშე წვანან, ბევრი მათგანი იღუპება, რადგან ჩვენ ვერ ვუწევთ სამედიცინო დახმარებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
228 14 მაისი 2022, 22:33

მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ერთ-ერთი უკრაინელი მებრძოლის განცხადებით, დაჭრილები საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან.

„პირობები უბრალოდ საშინელია. დღეს ჰოსპიტალში ვიყავი. ეს არის უზარმაზარი სპორტდარბაზი, რამდენიმე ათეული საწოლით. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ იატაკზეა. მებრძოლები კიდურების, ხელების, ფეხების გარეშე წვანან. ბევრი მათგანი იღუპება, რადგან ჩვენ ვერ ვუწევთ სამედიცინო დახმარებას. უბრალოდ მედიკამენტები არ არის. რაც შეეხება მძიმე ჭრილობების მქონეებს, მათი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია“, - აღნიშნა უკრაინელმა ჯარისკაცმა.

მისი თქმით, მედიკოსები ოპერაციას ანესთეზიის გარეშე აკეთებენ. ის შეესწრო, როგორ უკეთებდნენ ერთ-ერთი ჯარისკაცს ოპერაციას, რომელსაც ფეხის მძიმე ჭრილობა ჰქონდა:

„მას კბილებში ქამარი ჰქონდა. ანესთეზიის გარეშე იყო და გამგმირავად ყვიროდა“, - განაცხადა მებრძოლმა.

მისი თქმით, დაზუსტებით არ იცის, არის თუ არა ყველა მშვიდობიანი მოქალაქე კომპლექსიდან ევაკუირებული.

„100%-ით ვერავინ იქნება დარწმუნებული. მოდით ვთქვათ, რომ ჩვენ გამოვიყვანეთ ის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა შესახებაც ვიცოდით. სადღაც ისინი შეიძლება იყვნენ ნანგრევების ქვეშ, სადღაც ბუნკერებში. ამიტომ, 100%-ით დარწმუნებული ვერავინ იქნება“, - აღნიშნა დონეცკის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, რომელიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი