ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაეფექტური მუშაობის მოტივით ნიგერიასა და კამერუნში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 15 მაისი 2022, 09:11

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი კირდოდა ნიგერიასა და კამერუნში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ანდრეი სიბიგამ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

სიბიგამ აღნიშნა, რომ ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მოვალეობების არაეფექტური შესრულების გამო. მისი თქმით, ომის დროს ელჩები უნდა იყვნენ ორმაგად ეფექტური და პროდუქტიულე, თავდაუზოგავად უნდა შრომობდნენ უკრაინის საკეთილდღეოდ.

„თუ ვერ უმკლავდებით, თუ არ ხართ ფრონტის ხაზზე – სირბილით სახლში, მით უმეტეს, თუ „მუნდირის ღირსებას“ შეურაცხყოფთ. პრეზიდენტის მორიგი საკადრო გადაწყვეტილება ელჩის გამოწვევის შესახებ, რომელსაც არ ესმის გამოწვევები, სიტუაცია და უბრალოდ „შარვალს ცვეთს“. აღარ მსურს შემდგომი დახასიათება – ობიექტური შეფასება ხელმძღვანელობამ მისცეს. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება მათთვის, ვინც უბრალოდ ჯდომას ფიქრობს, რომ ცენტრი ყველაფერს ხედავს“, – წერს ანდრეი სიბიგა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მიწების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
არქივი