"დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნები - მილიონობით ადამიანი შიმშილით მოკვდება თუ რუსეთი არ დაუშვებს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ბლოკირებული პორტებიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
227 15 მაისი 2022, 12:02

რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადა მთელ მოსახლეობას შიმშილისკენ უბიძგებს. მილიონობით ადამიანი შიმშილით მოკვდება თუ რუსეთი არ დაუშვებს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ბლოკირებული პორტებიდან, - ამის შესახებ "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.

„რუსეთის არაპროვოცირებულმა და წინასწარგანზრახულმა აგრესიულმა ომმა გააუარესა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივა საკვების, საწვავისა და ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდით. რუსეთთან ერთად, რომელიც ბლოკავს უკრაინის მარცვლეულის გასასვლელ მარშრუტებს, ახლა მსოფლიო დგას სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების მდგომარეობის გაუარესების წინაშე. ეს იმ დროს, როდესაც 43 მილიონი ადამიანი უკვე ერთი ნაბიჯით იყო დაშორებული შიმშილისგან“, - აღნიშნულია "დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინა მსოფლიოში ხორბლისა და სიმინდის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი ქვეყანაა. ამ თვის დასაწყისში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა მარტინ ფრიკმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებში დაახლოებით 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული ბლოკირებულია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მიწების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
არქივი