პრეზიდენტისგან ნიკა გვარამიას შეწყალებას არ ვითხოვთ, რადგან ვთვლით, რომ მას შესაწყალებელი არაფერი აქვს. თუმცა, თუ ამას პრეზიდენტი გააკეთებს, ჩვენ ვერ ავუკრძლავთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
293 16 მაისი 2022, 21:32

ჩვენ იმ პოზიციას ვინარჩუნებთ, რომელიც ნიკა გვარამიამ გააჟღერა - ჩვენ პრეზიდენტისგან ნიკა გვარამიას შეწყალებას არ ვითხოვთ, რადგან ვთვლით, რომ მას შესაწყალებელი არაფერი აქვს. თუმცა, თუ ამას პრეზიდენტი გააკეთებს, ჩვენ ვერ ავუკრძლავთ, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„პრეზიდენტმა შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება. არაერთხელ გვინახავს, რომ სწორედ პრეზიდენტის ხელით მოხდა „ქართული ოცნების“ მიერ ციხეში ჩასმული პოლიტპატიმრების გათავისუფლება, შეიძლება ესეც ამ შემთხვევაში მოხდეს, მაგრამ ჩვენ იმ პოზიციას ვინარჩუნებთ, რომელიც ნიკა გვარამიამ გააჟღერა. არ ვაპირებთ ამას გადავუხვიოთ, რომ ჩვენ მისგან არ ვითხოვთ, არ ითხოვს თვითონ ნიკა, არც მისი ოჯახი, არც მისი ტელევიზია. ჩვენ პრეზიდენტისგან ნიკა გვარამიას შეწყალებას არ ვითხოვთ, რადგან ვთვლით, რომ მას შესაწყალებელი არაფერი აქვს. თუმცა, თუ ამას პრეზიდენტი გააკეთებს, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, საერთაშორისო დიპლომატებს ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები შესაძლოა ერთიან ფორმატში შეხვდნენ.

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვაპირებთ შეხვედრას. „მთავარ არხს“ ექნება შეხვედრა დიპლომატებთან, ელჩებთან. ვგეგმავთ, რომ ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები ერთიანად შევხვდეთ მათ და ამ ფორმატიდან გამომდინარე, რომელიც ახლა მიმდინარეობს, შესაძლებელია აგრეთვე, ასეთი ფართომასშტაბიანი შეხვედრა იყოს“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
მოსამართლე გიორგი ებანოიძე: არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ვეტინგის მომხრე ვარ, პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, მიუღებელია
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ბაკურიანში მთის ფერდობიდან ჩამოსულ თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი პოსტს ძვირადღირებულ ავიაფრენებთან დაკავშირებული სკანდალის გამო ტოვებს
არქივი