ლომჯარია რომ წავა თანამდებობიდან, რით უნდა დაამახსოვრდეს საზოგადოებას მისი მჩქეფარე კარიერა? იმით, რომ თავგადაკლული ფანი იყო მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
198 17 მაისი 2022, 00:01

ლომჯარია რომ წავა თანამდებობიდან, რით უნდა დაამახსოვრდეს საზოგადოებას მისი მგზნებარე, ძლევამოსილი და მჩქეფარე კარიერა? იმით, რომ თავგადაკლული ფანი იყო მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“?, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სხვა სახალხო დამცველებმა მეტნაკლებად დაამჩნიეს კვალი სახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარებას.

„მახსოვს ბევრი სახალხო დამცველი. რამდენიმე მათგანი საქართველოს ისტორიაში შევიდა გაბედული ქმედებით, საზოგადოებისა და ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული გაბედული შეტყობინებებით. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ბატონი სოზარ სუბარი. ყველას ახსოვს, როგორ იდგა ადამიანის უფლებების სადარაჯოზე და როგორი პირუთვნელი დამცველი იყო ნებისმიერი ადამიანისა საქართველოში. მე მახსოვს სოზარ სუბარი, მახსოვს სხვა სახალხო დამცველები. მათაც მეტნაკლებად კვალი დაამჩნიეს ამ ინსტიტუტის განვითარებას. ქალბატონი ლომჯარია რომ წავა თანამდებობიდან, რით უნდა დაამახსოვრდეს საზოგადოებას მისი მგზნებარე, ძლევამოსილი და მჩქეფარე კარიერა? იმით, რომ თავგადაკლული ფანი იყო მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“?“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს ბოლო სხდომა გადაიდო, ვინაიდან ბრალდებული პროცესზე არ გამოცხადდა
მაკა ბოჭორიშვილი გვარამიას საქმეზე: ვფიქრობ, ის ადამიანები, ვინც ქმნიან აღქმას საქართველოს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, პრობლემას და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის იმიჯს
მთაწმინდის რაიონში ლიფტების რეაბილიტაცია გრძელდება
რატი იონათამიშვილი: არ დარჩა ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა, რომლის მიხედვითაც ქართულ სასამართლოებს არ აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი
არქივი