ჯოზეფ ბორელი: ვიზიარებთ საქართველოს პრემიერის შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით - ამ რეფერენდუმს არაკანონიერად მივიჩნევთ და მას არ ვაღიარებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 18 მაისი 2022, 22:28

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან  ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

„ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეშფოთებას [ცხინვალის რეგიონში] დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით. ამ რეფერენდუმს არაკანონიერად მივიჩნევთ და მას არ ვაღიარებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

პატივს ვცემთ გაერო-ში კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, გვესმის, რაოდენ რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ ასევე გთხოვთ სანქციების აღსრულებას, რათა მათი ეფექტურობა არ დაიკარგოს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა.

 ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმზე.

როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

„მოხარული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. ადვილად შეგიძლიათ, წარმოადგინოთ, რაზე ვისაუბრეთ. სანქციების აღსრულება, რომ სანქციების ეკონომიკური ზეგავლენის თავიდან არიდება არ მოხდეს, როგორ შეიძლება სანქციები წარმოდგენილი იყოს ზოგჯერ საქართველოს პოლიტიკურ დებატებში, ასევე სეპარატისტულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ გავუზიარეთ პრემიერს შეშფოთება რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელსაც არ ვაღიარებთ და გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. და ბოლოს, სხვანაირად ვერც იქნებოდა, რომ არ გვესაუბრა ახლახან გაკეთებული წევრობის განაცხადის პერსპექტივაზე. შეფასება, რომელსაც კომისია მოამზადებს შემდგომ კვირებში და რაც მასთან ერთად განვიხილეთ, არის ის, რომ ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა და ის მოითხოვს რეფორმების გაზრდილ ტემპს, რომ თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური პოლარიზაცია, რომ ბიძგი იყოს რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, რადგან ეს არის ის საკითხები, რომლებიც არის საკვანძო.

კომისია როდესაც შეფასებას გააკეთებს, საქართველოს თხოვნა მხედველობაში იქნეს მიღებული, კარგი მომენტია რეფორმების ტემპის გასაზრდელად. ნება მომეცით, თარიღებზე არ ვისაუბრო, მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ რეფორმები, რომლებზეც ჩვენგან ისმენთ, საკვანძოა რეფორმებს შორის. ევროკავშირი არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული, რომელიც დამოკიდებულია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით, სრული ანგარიშვალდებულებით, რომელსაც მოქალაქეების სრული ნდობა აქვს და ამას ვითხოვთ ნებისმიერი კანდიდატისგან. დიახ, ვგულისხმობ სანქციებს რუსეთის მიმართ, უკრაინის ომიდან გამომდინარე. ჩვენ ძალიან პატივს ვცემთ გაერო-ში კენჭისყრის დროს მხარდაჭერას, გვესმის, რაოდენ რთულია ეს თქვენთვის, რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედება, მაგრამ ასევე გთხოვთ სანქციების აღსრულებას, რომ სანქციების ეფექტურობა არ დაიკარგოს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ნადირაძე: მოიმღერ-მოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე
დიმიტრი ხუნდაძე: ეს არის ჩვენი მხრიდან მთავარი კითხვა - თუკი გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში დასავლურია, საქართველოში რატომ არის ის რუსული?
ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტს წარუდგენს პროექტს, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნებათ
გიორგი ვოლსკი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რუსული კანონის მსგავსი არანაირი ელემენტიც კი არ გააჩნია
გუშინდელ აქციაზე ახალგაზრდებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ
არქივი