ჯოზეფ ბორელი: საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 18 მაისი 2022, 22:43

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) ჟოზეფ ბორელსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს.

„შეხვედრის დროს ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მედეგობის გასაძლიერებლად უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის კონტექსტში. მან ასევე დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მტკიცე განწყობას კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან, რათა ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს.

„ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა პარტიათაშორისი თანამშრომლობისა და შიდა პოლიტიკურ ძალებს შორის ერთიანობის მნიშვნელობას, რაც არის საკვანძო საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი რეფორმების პრიორიტეტებში კონკრეტული და სწრაფი პროგრესის მისაღწევად. ევროკავშირი მზად არის, საქართველოს გვერდით იყოს ამ ძალისხმევებში; კერძოდ, შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევაში; სასამართლო რეფორმის ინკლუზიური და სანდო დღის წესრიგის გზაზე დადგომაში და ამ მხრივ, შეთანხმებული საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელებაში. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენის გათვალისწინებით. საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი