თეა წულუკიანი: თუ ვინმე ამბობს, რომ გვარამიას საქმეში არ არის დანაშაული, ეს ის ხალხია, ვინც ამბობდა, თითქოს ბაჩო ახალაია მხოლოდ ვაშლს თლიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
169 18 მაისი 2022, 23:30

დღეს თუ ვინმე ამბობს, რომ გვარამიას საქმეში არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, თითქოს ბაჩო ახალაიას არაფერი დაუშავებია და ის მხოლოდ დანით ვაშლს თლიდა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს განაჩენი და ფაქტები. დღეს თუ ვინმე ამბობს, რომ გვარამიას საქმეში არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, თითქოს ბაჩო ახალაიას არაფერი დაუშავებია და ის მხოლოდ დანით ვაშლს თლიდა. შემდეგ იყო სააკაშვილის საქმე, რომელზეც თქვეს - რა დააშავა ამისთანა ამ კაცმა, პრეზიდენტი იყო და პიჯაკი ხომ უნდა ჰქონოდა? ამით ხდებოდა იმ სერიოზული ფაბულების გაუბრალოება, რაც ამ საქმეებში იყო. კერძოდ ის, რომ ბაჩო ახალაია არაადამიანურად ეპყრობოდა მოქალაქეებს. საერთაშორისო სამართალში არაადამიანური მოპყრობა და წამება - ეს არის ერთადერთი იმპერატიული, რაზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება. თუმცა არის სხვა ნორმებიც, რომლებიც ამასობაში დაეწია, მაგრამ ეს არის უპირველესი ფორმულა, რომელსაც უბრალოდ არ უნდა ხელყოფდეს არავინ. აი, ეს დაარღვია ახალაიამ. იგივე იყო სააკაშვილზეც, რომელმაც 13 მილიონამდე ლარის ხარჯი გასწია უკანონოდ პირადი და ოჯახური მიზნებისთვის. იგივეა ახლაც და მე მახსოვს, რომ როდესაც სტრასბურგში ვაწარმოებდით დავას „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რაც უფრო აჩქარებდა ქიბარ ხალვაში ტემპს საკუთარი კომპანიის უფლებების დასაცავად, ამის პირდაპირ პროპორციულად გვარამია და მისი დაჯგუფება სხვისი კომპანია „რუსთავი 2“-დან ახორციელებდნენ მისივე დაფუძნებულ კომპანიებში თანხების გადაქაჩვას. ის გარკვეულწილად იმზადებდა ნიადაგს იმისთვის, რომ „რუსთავი 2“-ის მიღმაც ჰქონოდა ლავირების საშუალება“, - აცხადებს წულუკიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტარები - დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
სოზარ სუბარი: ოფშორიდან ფულის საქართველოში შემოტანა არის ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა - ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას?
არჩილ თალაკვაძე: ორმაგი სტანდარტი, რომელიც ჟურნალისტებთან მიმართებით დავინახეთ ამ დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ აჩვენებს კონკრეტული ჯგუფების ფარისევლობასა და შერჩევით მიდგომას
დიდი ბრიტანეთის ელჩი: ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია განურჩევლად იმისა, თუ ვისკენ არის მიმართული - ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია, ყველა მხარეს მოვუწოდო, არ მიმართოს ძალადობას
პაატა კვიჟინაძე: არც ერთი შეხვედრა არ ყოფილა, რომ მანჯგალაძეს და ვაშაძეს არ ეთქვათ, რუსეთიდან რომ კომპანიები გამოდის, რატომ არ უწყობთ ხელს, ოფშორიდან შემოვიდესო - ახლა ამოატრიალეს, რატომ აკეთებთო გვეუბნებიან - მთელი მსოფლიო ამას აკეთებს, რომ ოფშორში არსებული ინვესტიცია, რომელიც იურიდიულად ეხება დასავლეთის ქვეყნებს, გამოვიდეს
არქივი