თეა წულუკიანი: სამწუხაროდ, ამ ქვეყანამ ოპოზიცია ვერ შეიძინა, რამდენიმე დეპუტატს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც ცდილობენ ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
152 19 მაისი 2022, 00:14

გავლენ, შევლენ, რას გადაწყვეტენ, სამწუხაროდ სულ ერთია, იმიტომ რომ ამ ქვეყანამ ოპოზიცია ვერ შეიძინა, რამდენიმე დეპუტატს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც შრომობენ და ცდილობენ ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“, ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვების ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ პარლამენტში „არაფრის მაქნისი“ ოპოზიციაა.

„ძალიან სულ ერთია ჩემთვის ისინი პარლამენტში იქნებიან თუ არა, იმიტომ რომ ჯერ არ შედიოდნენ, ლანძღავდნენ იმ საკუთარ „მეს“, რომელიც შევიდოდა პარლამენტში. ქუჩაში იდგნენ და ამბობდნენ: „მე თუ შევალ, მე ვიყო ესა და ეს“. მერე ეს მე შევიდა პარლამენტში და დაიწყეს თავის მართლება. რისთვისაც შევიდნენ, იმას არ აკეთებენ - რასაც ოპოზიცია უნდა აკეთებდეს. ამის ილუსტრაცია ჩემ თვალწინ იყო, როდესაც მე ვიყავი პარლამენტში და შემოდიოდნენ. ამ დროს მე მთავრობაში წამოვედი და როდესაც „მინისტრის საათი“ მქონდა, იქ თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ ისინი არაფრის მაქნისი ოპოზიცია არიან“, - განაცხადა წულუკიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი