შარლ მიშელი - დადგა დრო, ვიმოქმედოთ, დარწმუნებული ვარ, მივისწრაფვით, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი გავხადოთ უფრო ეფექტიანი და ცოცხალი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
174 19 მაისი 2022, 00:28

ვფიქრობ, დადგა დრო, ვიმოქმედოთ გაფართოებისა და ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების სფეროში, ვიმოქმედოთ ახლა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპის ეკონომიკისა და სოციალური კომიტეტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გაფართოება – დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივისწრაფვით გავხადოთ ეს პროცესი უფრო ეფექტიანი და ცოცხალი. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს ეს პროცესი არის თამაში ნულოვანი ჯამით. ეს ქმნის იმედგაცრუებას ორივე მხარეს, რაც ყოველთვის ცუდი კომპონენტია მაშინ, როდესაც გინდა, ნდობას იმსახურებდე”, – აღნიშნავს მიშელი.

მისი თქმით, 19 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპელი ლიდერები თესალონიკში ბალკანეთის ხარჯზე ევროკავშირის გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ, „თუმცა პროცესი ამ დრომდე ჭიანურდება ზოგჯერ საპატიო და ზოგჯერ, ცუდი მიზეზით“. „ახლა კი ჩვენ რამდენიმე კვირაა, მაგიდაზე უკრაინიდან განაცხადი გვიდევს“, – აღნიშნა მიშელმა.

„ახლა დროა, შევქმნათ ახალი იმპულსი რეფორმების წახალისებისა და ევროპული ინტეგრაციის წინსვლისთვის. ვფიქრობ, ეს პროცესი უნდა იყოს დაჩქარებული, ეტაპობრივი და შეუქცევადი. ჩვენ უნდა შეგვეძლოს, შევთავაზოთ კონკრეტული სოციო-ეკონომიკური უპირატესობები ჩვენს პარტნიორებს გაწევრიანების მოლაპარაკებებისას, მოლაპარაკებების ბოლომდე ლოდინის გარეშე.

გამოსავალი, ჩემი აზრით, შეიძლება იყოს, პროგრესული და თანდათანობითი ინტეგრაცია გაწევრიანების პროცესში. მეტი მეტისთვის. მაგალითად, როდესაც ქვეყანა აკმაყოფილებს სტანდარტებს მოცემულ სექტორში. მას შეიძლება მოუწოდოთ აქტიური მონაწილეობისკენ, ხმის უფლებით მინისტრთა საბჭოს მუშაობაში, დღის წესრიგისა და მასში გაწერილი თემების შესაბამისად”, – აცხადებს შარლ მიშელი.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, განსახილველი ქვეყანა ასევე შეძლებს ეტაპობრივად ინტეგრირებას ევროკავშირის ყოველდღიურ საქმიანობაში. მიშელის თქმითვე, როდესაც ქვეყანა მიაღწევს კონკრეტულ მაჩვენებლებს, ის შეძლებს, მიიღოს სარგებელი პროგრამებთან, ევროპულ დაფინანსებასთან წვდომით, რაც სთავაზობს, კონკრეტულ, ხილულ, ხელშესახებ უპირატესობებს მის მოქალაქეებს. ამასთან, მიშელი აღნიშნავს, რომ „თუ ქვეყანა უკან დაიხევს კანონის უზენაესობის ან ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, შესაძლოა, გაწვეული იყოს ზოგიერთი ბენეფიტი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით”.

„რა იქნება მთავარი სარგებელი ამ ახალი გაფართოების პროცესის? ის მიმართული იქნება სტრუქტურული რეფორმების წახალისებასა და დაჩქარებაზე, რაც აუცილებელია ამ ქვეყნების ევროკავშირთან კავშირების გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ შორსმხედველი ორმხრივ დავებთან, რაც ხშირად გამოწვეულია საკითხებით, რომლებიც ეხება უმცირესობათა დაცვას. ეს უნდა იყოს განსაკუთრებული და უშუალო ყურადღების საგანი, რათა ავიღოთ პასუხისმგებლობა მათ გადასაჭრელად”, – აცხადებს მიშელი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხაზარაძის პარტიის წარმომადგენელი თაზო დათუნაშვილი UEFA-ს პოზიტიურმა სტატიამ გააღიზიანა
იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
არქივი