ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა ჩვენმა ქალაქმა, რომელიც დროებითი ოკუპაციის ქვეშაა, უნდა იცოდეს, რომ უკრაინა დაბრუნდება, ჩვენი სახელმწიფო არავის ტოვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
170 19 მაისი 2022, 09:47

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ „უკრაინა დაბრუნდება“. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

„ხერსონმა, მელიტოფპოლმა, ბერდიანსკიმ, ენერგოდარმა, მარიუპოლმა და ყველა ჩვენმა ქალაქმა და თემმა, რომელიც დროებითი ოკუპაციის ქვეშაა, უნდა იცოდეს, რომ უკრაინა დაბრუნდება, იცოდეს, რომ ჩვენი სახელმწიფო არავის ტოვებს“, -განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა იბრუნებს იმას, რაც კანონით ეკუთვნის.

„ჩვენ გვახსოვს ყირიმის შესახებ და არასდროს დავივიწყებთ 1944 წელს, გენოციდს, რომელიც ყირიმელ თათრებს საბჭოთა ხელისუფლებამ მოუწყო. არც 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე ყველაფერი თავისუფალის განადგურების მეორე ტალღას“, – აცხადებს ზელენსკი.

პრეზიდენტის თქმით, თუ რამდენ ხანს გასტანს ომი, ამის პასუხი მხოლოდ ბრძოლის ველზე არსებული რეალური ვითარებიდან გამომდინარეობს.

„ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე. ჩვენ ვალდებული ვართ, გავყაროთ ოკუპანტები და უკრაინისთვის რეალური უსაფრთხოება უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით, გაახანგრძლივა საომარი მდგომარეობა ქვეყანაში და საერთო მობილიზაციის ვადები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი