სოზარ სუბარი - ძალიან მინდა, ალეკო ელისაშვილი „ომის პარტიის“ წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს, საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის არიდების ქვეყანა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც არ ჩაერევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 24 მაისი 2022, 14:47

ძალიან მინდა, ალეკო ელისაშვილი „ომის პარტიის“ წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს, საქართველო ვერ და არ გახდება სანქციების გვერდის არიდების ქვეყანა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც არ ჩაერევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, როდესაც იარაღის მიწოდებას ახორციელებენ ქვეყნები, რომელთაც ნატო-ს ქოლგა იცავს, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, როდესაც საუბარია, რომ ეს გააკეთოს ქვეყანამ, რომლის 22% ოკუპირებულია, გასაგებია, რა მოჰყვება მსგავს ქმედებებს.

„მინდა, მივმართო ალეკო ელისაშვილს, შეურაცხმყოფელია განცხადება, როდესაც ვამბობთ, რომ ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას საბჭოთა ჯართი მივაწოდოთ, რათა ჩვენ უკეთესი შეიარაღება მივიღოთ. კარგად იცით, რომ ომში მყოფ ადამიანს ყველზე მეტად რაც სჭირდება, ეს არის გამართული იარაღი და გამართული თავდაცვის საშუალება, რათა მისი სიცოცხლე უზრუნველყოფილი იყოს. იმედია, სერიოზულად არ თქვით ეს სიტყვა. როდესაც იარაღის მიწოდებას ახორციელებენ ის ქვეყნები, რომელთაც ნატო-ს ქოლგა იცავს, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, როდესაც საუბარია, რომ ეს გააკეთოს ქვეყანამ, რომლის 22% ოკუპირებულია და ამ ტერიტორიებზე არიან რეჟიმები, რომელთაც ერთი სული აქვთ როდის ჩაერთვება საქართველო ომში, რომ ინტერესები დაიკმაყოფილონ, ასევე მაშინ, როდესაც ქვეყანაში „მეხუთე კოლონა“ გვყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო ომში იყოს ჩათრეული, მგონი გასაგებია, რა მოჰყვება მსგავს ქმედებებს. ძალიან მინდა, ალეკო ელისაშვილი „ომის პარტიის“ წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს. საქართველო ვერ და არ გახდება სანქციების გვერდის არიდების ქვეყანა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც არ ჩაერევა. ჩვენ გვაქვს ის პრობლემა, რაც არ აქვს იმ ძალიან ბევრ ქვეყანას, რომელიც იარაღს აწვდის უკრაინას. მნიშვნელოვანია ამის გააზრება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კახიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ქალის პატივისცემაზე, არავის გახსენებია „იმედის“ ჟურნალისტი - ქალბატონი იდგა და უკნიდან მამაკაცები აგინებდნენ და რას არ აკეთებდნენ, ყველანაირად ძალადობდნენ
ძალადობა არის ძალიან ცუდი, განხორციელდება ის მოქალაქეებზე, პოლიციელებზე თუ მით უმეტეს, ჟურნალისტებზე, რაც იყო ძალიან მძიმე საყურებელი
ანრი ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს: ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ?
ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზნე და მორალი არ იცვლება- თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები- ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამას ფიზიკურად აკეთებდით, როდესაც ხალხს ატერორებდით, ახლა ოპოზიციიდან აგრძელებთ ფსიქოლოგიურ ტერორს
7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორები გვესაუბრებიან დღეს ძალის გადამეტებაზე
არქივი