სტოლტენბერგი: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის ქცევის ნაწილია - გროზნოს განადგურება, საქართველოში შეჭრა, ყირიმის ანექსია, ალეპოს დაბომბვა, ახლა კი ომი უკრაინაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 24 მაისი 2022, 15:30
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის ქცევის ნაწილია, როდესაც მოსკოვი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს - გროზნოს განადგურება, საქართველოში შეჭრა, ყირიმის ანექსია, ალეპოს დაბომბვა, ახლა კი ომი უკრაინაში, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„2014 წელს უკრაინაში პირველი შეჭრის შემდეგ, ნატო ადაპტაციასა და მომზადებას გადის. ჩვენ გავზარდეთ თავდაცვის ხარჯები და თანამედროვე შესაძლებლობებში ინვესტიცია ჩავდეთ.

ჩვენ ისტორიაში პირველად განვათავსეთ საბრძოლო ჯგუფები ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა და თავდაცვის ახალი სფეროები შეიქმნა, მათ შორის კოსმოსური და კიბერსივრცე.

როდესაც რუსეთი კვლავ შეიჭრა უკრაინაში, ნატო უკვე მზად იყო“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი