ირაკლი ჩიქოვანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 24 მაისი 2022, 16:02

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა ქალაქ პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სხდომაზე ევროპის საბჭოში მალტის, ესპანეთის, თურქეთის, ალბანეთის, ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთისა და აზერბაიჯანის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი განიხილეს.

კომიტეტში განხილულ საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ქვეკომიტეტის „კონფლიქტები ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის“ განახლებული წესდების დამტკიცება, რაც გამოწვეული იყო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად, რუსეთის ფედერაციის ორგანიზაციიდან გარიცხვით. რუსეთის ფედერაციის გარიცხვას საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მხარი დაუჭირა 2022 წლის 15 მარტს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშის საფუძველზე, 28 აპრილს საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები და დიდი პროგრესი ყველა მიმართულებით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორები გვესაუბრებიან დღეს ძალის გადამეტებაზე
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას- თუ 11 წელი მედია თავისუფალია, ქვეყანაში მშვიდობაა, როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ჩამოშორდა ევროპულ ორბიტას-ხომ გესმით, რომ ჯერ კიდევ ხართ იმ წინა ხელისუფლების ტრავმაში, რა პოლიტიკურ ავარიაშიც მოხვდით 2012 წელს
ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, გადმოალაგებენ ტყავის ქურთუკებს, მაუზერს მოიმარჯვებენ და ისევ დაერევიან საზოგადოებას
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოვადიან პერიოდში, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ექნება
როინ შავაძის მკვლელობასა და უკანონო დაკავების ორგანიზებაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
არქივი