ამირან გამყრელიძე: საბედნიეროდ, „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის არცერთი ლეტალური შემთხვევა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
172 24 მაისი 2022, 16:34

საბედნიეროდ, „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის არცერთი ლეტალური შემთხვევა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ამ დრომდე 100-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული ე.წ. „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის. ის ცენტრალური აფრიკიდან გავრცელდა სხვა და სხვა ქვეყანში. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია ესპანეთში, პორტუგალიასა და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. საბედნიეროდ, არცერთი ლეტალური შემთხვევა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა. ვირუსის ძირითადი სიმპტომებია ცხელება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, გამონაყარი. საერთაშორისო დაწესებულებების მოწოდება გახლავთ, რომ გაძლიერდეს მეთვალყურეობა გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე, რასაც ჩვენ მივყვებით და ვაკეთებთ. მიეცა ქსელს ინსტრუქცია, დაიგზავნა ცირკულარი თუ როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი ამ ტიპის დაავადებაზე. ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის იდენტიფიცირება გენომის სეკვენირების საშუალებით“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: ბიძინა ივანიშვილს დიდი პატივისცემა და მადლობა ქართველი ხალხისგან
ვიოლა ფონ კრამონი - რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, საქართველო რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნას - „ქართული ოცნება“ ვერ გაგვასულელებს
ირაკლი კობახიძე: თუ დღეს ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას ერთი საათი სჭირდება, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის უსაფრთხოდ გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება
მიხეილ ყაველაშვილი: ასეთი მაღალი დონის სტადიონის მშენებლობის დაწყება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტისთვის, არამედ - მთლიანად ქვეყნის წარმოჩენისთვის
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
არქივი