თუკი ვინმე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავს, უნდა მიუწოდონ, რომ ექიმის რეკომენდაციები დაიცვას - მამუკა მდინარაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
164 24 მაისი 2022, 17:12
მმართველ გუნდში, ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროებას ვერ ხედავენ.
 
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ოპონენტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებენ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ. მამუკა მდინარაძე სააკაშვილს ურჩევს, რომ ექიმების რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

"თუ მართლა ვინმე გულწრფელად ფიქრობს და არა პოლიტიკური ინტერესის გამო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რომელიც დღეს არის პატიმრობაში და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მე ვფიქრობ, (შეიძლება ასე არ იყოს), დაზღვევის მიზნით, რომ მართლა თავის თავს რამე არ მოსწიოს ამ კაცმა, თუკი ვინმე მის ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავს, უნდა მიუწოდონ, რონ ექიმისრეკომენდაციები დაიცვას და პრობლემა არ ექნება. დანარჩენი მართლა არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა, ევროპაში გადაყვანა კი არა, საქართველოში თუ დაუჯერებს, ყველაფერი იქნება კარგად, მე ასე მჯერა გულწრფელად, სხვა საფუძველი ჩემთვის არანაირ ინფორმაციას არ მოუცია, რომ სხვანაირად ვიფიქრო“, - აცხადებს მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირიდან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არის წუხილი EED-თან დაკავშირებით, რომ ფარულად მოქმედებენ, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება, საზოგადოება ითხოვს მეტ ინფორმაციას მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი სალომეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის იმ რადიკალური ჯგუფის ნაწილი ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ
შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში აფხაზეთი იყო ყირგიზეთთან მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო - აი ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც მერე პრეტენზია აქვთ, რომ ესმით საქართველოს კონტექსტი და იციან რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის
არქივი