საქართველოს რკინიგზამ 2021 წელი მოგებით დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 24 მაისი 2022, 17:21

საქართველოს რკინიგზამ 2021 წელი 52.7 მილიონი ლარის მოგებით დახურა. პანდემიის მიუხედავად, 2021-ში კომპანიის ტვირთბრუნვა გაიზარდა და 12 მილიონი ტონა შეადგინა. სატვირთო გადაზიდვებში ზრდის ტრენდს საქართველოს რკინიგზა 2018 წლიდან ინარჩუნებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საოპერაციო შემოსავლებს კომპანიას ამ სეგმენტშიც პოზიტიური ცვლილებები აქვს.

„საოპერაციო შემოსავლები 12%-ით გაიზარდა, რაც ჯამურად 547 მილიონი ლარია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 2012 წლის ობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება მოახდინა. ახალი მწვანე ობლიგაციების გამოშვებით ორგანიზაციამ წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.75-დან მინიმალურ 4 %-მდე შეამცირა. კომპანია 7 წლის ჭრილში 130 მილიონ დოლარზე მეტს დაზოგავს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის შემდეგ, საქართველოს რკინიგზას ჰქონდა აქტივების გაუფასებურების და ლარის დევალვაციით გამოწვეული ზარალი. 2021 წელს კი პანდემიის და სხვა გამოწვევების მიუხედავად, კომპანიის მენეჯმენტმა ნეგატიური ტრენდის შემობრუნება შეძლო და წელი მოგებით დახურა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენელი - ჩვენ გვქონდა გულწრფელი მოთხოვნა გვცოდნოდა გეგმა, მაგრამ მოვისმინეთ გეგმის შემადგენელი ნაწილი, რაღაცა ქმედება, თუმცა, საბოლოო სახით, როგორ მივდივართ, სტრატეგია ჩვენთვის არის უცნობი
სალომე ზურაბიშვილი - კობახიძისეულ თუ რადიკალური ოპოზიციის გეგმებს არაფერი აქვთ საერთო ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან
ნატა ფერაძე: ორი ოლიგარქი გვყავს ტაფით საცემი: ბიძინა და ილია მეორე
შოთა დიღმელაშვილი: საქართველო დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა, ეს პრობლემა არ დგას იმის გამო, რომ ბავშვებს ვერ ვაკეთებთ
სტუდენტები საპროტესტო მსვლელობას არ უერთდებიან, ისინი არ არიან იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც გადაინაცვლეს "ქართული ოცნების" ოფისთან
არქივი