ზაზა შათირიშვილი: სალომე ზურაბიშვილის თვითლუსტრაციამ და ბიძინა ივანიშვილზე მისმა გალაშქრებამ ჩემი ლოგიკა ამერიკული ომის სცენარის შესახებ კიდევ ერთხელ გაამყარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 17 ივნისი 2022, 11:22

სალომე ზურაბიშვილის თვითლუსტრაციამ და ბიძინა ივანიშვილზე მისმა გალაშქრებამ ჩემი ლოგიკა ამერიკული ომის სცენარის შესახებ კიდევ ერთხელ გაამყარა, - ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და აქ პრეზიდენტს მხოლოდ მცირეოდენი უფლებამოსილებები აქვს მინიჭებული, თორემ სალომე ზურაბიშვილს ბევრ ისეთ რამეს გააკეთებინებდნენ, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდებოდა.

„როგორც გაირკვა, ამერიკელებს ჯერ სალომეს ზურაბიშვილის ერთი შვილი დაუწინაურებიათ და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ახალგაზრდა კაცისთვის მთელი ამერიკა და აზია ჩაუბარებიათ, ხოლო მალევე მეორე შვილი ფრანს24-ის კორესპონდენტის სტატუსით, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ თეთრ სახლში გაუმწესებიათ. სალომე ზურაბიშვილმაც, როგორც მზრუნველმა დედამ, მისდამი ბიძინა ივანიშვილის ამაგი უმალვე დაივიწყა და ჯერ დეპუტატად, ხოლო მერე პრეზიდენტად მის გამამწესებელს სასწრაფო წესით განუდგა. თან როგორ, უფროსების დავალებით, ეს კაცი პირდაპირ სააკაშვილსა და გვარამიას გაუტოლა.

საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და აქ პრეზიდენტს მხოლოდ მცირეოდენი უფლებამოსილებები აქვს მინიჭებული, თორემ სალომე ზურაბიშვილს ბევრ ისეთ რამეს გააკეთებინებდნენ, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდებოდა. ასე კი, ძალაუფლებასა და ხალხის ნდობას მოკლებულ სალომე ზურაბიშვილს ბევრის გაფუჭების რესურსი არა აქვს.

ერთადერთი, რისი გაფუჭებაც მას შეუძლია, სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალებაა. ნაციონალებს და მის მეგობრებს, მათ შორის ლომჯარიასენჯეოებს და სხვებს გვარამიას შეწყალების ამბავზე მთელი კამპანიაც კი აქვთ დაწყებული. საიდან იმართება ეს ყველაფერი, რთული გამოსაცნობი არაა.

ცნობილია, რომ ამერიკელები გვარამიაზე განსაკუთრებულ ფსონს დებდნენ. იციან, რომ ამ კაცს პატრიოტიზმის ნიშან-წყალი არა აქვს და „სამშობლოს იდეის უარყოფის“ ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტია. „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში კარგად გამოცადეს, როგორც ამერიკული ინტერესების გარშემო ძალაუფლების კონცენტრაციის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი. ყველა დავალებას თვალდახუჭული შეასრულებს ისე, რომ ქვეყნის ამბავს არც კი იკითხავს. პროპაგანდასა და ტვინის გამორეცხვაშიც ყველა ნაციონალზე მეტად არის გამოცდილი. ასე რომ, მისი ყველანაირი თვისებითა და ორიენტაციით, იდეალური კანდიდატურაა იმ მიზნებისათვის, რომლებიც ამერიკელებს საქართველოში აქვთ დასახული. სწორედ ამიტომ ამზადებდნენ გვარამიას ახალ ლიდერად და სწორედ ამიტომ არიან განსაკუთრებულად გამწარებული მისი დაპატიმრების გამო.

ჩემი ინფორმაციით, ამერიკელები სალომე ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებას ძალიან მალე მოსთხოვენ და არა მგონია, სალომე ზურაბიშვილმა ეს დავალება თეიმურაზისა და ქეთევანის კარიერაზე გაცვალოს. მოკლედ, სალომე ზურაბიშვილს თავის „არას და არასოდესს“ ძალიან მალე წააღებინებენ უკან“, - აღნიშნავს ზაზა შათირიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იაგო ხვიჩია - რასაც ახლა ვუყურებთ, არის მიტინგის დაშლისა და საპროტესტო მუხტის ჩაცხრობის კლასიკა
პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიშალა, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა, სადაც, მჯდომარე აქციით ღამეს გაათენებენ
გიორგი მშვენიერაძე - ჩვენ აქ მოვალთ და როდესაც მეორედ მოვალთ, ეს იქნება თქვენი დასასრული
სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენელი - ჩვენ გვქონდა გულწრფელი მოთხოვნა გვცოდნოდა გეგმა, მაგრამ მოვისმინეთ გეგმის შემადგენელი ნაწილი, რაღაცა ქმედება, თუმცა, საბოლოო სახით, როგორ მივდივართ, სტრატეგია ჩვენთვის არის უცნობი
სალომე ზურაბიშვილი - კობახიძისეულ თუ რადიკალური ოპოზიციის გეგმებს არაფერი აქვთ საერთო ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან
არქივი