ევროკომისიის რეკომენდაცია - უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს ევროპული პერსპექტივა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
176 17 ივნისი 2022, 13:58

უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის რეკომენდაციაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია.

უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებთან ერთად. საქართველო კი ახლა მიიღებს ევროპული პერსპექტივა და მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსი. 

ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

 შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს  ამავე დროს კანდიდატის სტატუსიც. ეს იმის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ განხორციელდება შემდგომი რეფორმები...

ჩვენ ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს - დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

რაც შეეხება მოლდოვას, ჩვენ აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი...

რაც შეეხება - საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას გააჩნია, მისი განაცხადი ძლიერია, თუმცა წარმატებისთვის ქვეყანამ უნდა განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი.

ვიძლევით რეკომენდაციას, ევროპული პერსოექტივა მიენიჭოს საქართველოს, წევრობის საკითხს კი პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანა სტაბილური უნდა დარჩეს და უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებზე ჩვენი გზით ევროპისკენ
გერმანიაში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც სამხედრო ობიექტებზე დივერსიის მოწყობის მცდელობაში სდებენ ბრალს
რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის თითქმის ყველა პოლიტიკურ ჯგუფზე, მათ შორის, ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებზეც
ირაკლი ზარქუა: ჩვენ ხალხის ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ - ომში არ ჩავერთოთ, არ გაიხსნას მეორე ფრონტი, ევროპაში ქართული ინტერესების დაცვით შევიდეთ, არ ვაპირებთ, რამე შეიცვალოს
არჩილ თალაკვაძე: გვარამია და მელია გუშინ პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ და საყვედურობდნენ, ახალგაზრდებს არ შეგვხვდაო, პრემიერი ახალგაზრდებს უნივერსიტეტებში ხვდება
არქივი