პრეზიდენტი - მიღებულ შედეგზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს ეკისრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
153 17 ივნისი 2022, 19:23

გავიგეთ მათი გზავნილი, გაფრთხილება, ჩვენ თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც არის გასაკეთებელი, ვერ ვიქნებით წინსვლის გზაზე, მაგრამ ამავე დროს მათაც უნდა გაიგონ, რა არის დღევანდელი არსებული საფრთხეები და საფრთხე იმისა, რომ ჩვენმა მეზობელმა ეს სხვანაირად არ გაიგოს, - ასე შეაფასა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა.

პრეზიდენტის შეფასებით, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ უკრაინაში ომი და რუსეთის ფაქტორი.

ამასთან, მისი თქმით, მიღებულ შედეგზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს ეკისრება.

„დღეს არ არის დესტაბილიზაციის დრო, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, როდესაც რუსეთი სრულიად გადასულია ყველა მოლოსდინს და მოულოდნელი არის მისი ნებისმიერი რეაქცია, - ეს არის ის, რაც უნდა გაითვალისწინონ. ასევე, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ, როდესაც დაუბრუნდებიან ამ საკითხებს, რომ ყურადღება მიაქციონ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებას. გავიგეთ მათი გზავნილი, გაფრთხილება, ჩვენ თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც არის გასაკეთებელი, ვერ ვიქნებით წინსვლის გზაზე, მაგრამ ამავე დროს მათაც უნდა გაიგონ, რა არის დღევანდელი არსებული საფრთხეები და საფრთხე იმისა, რომ ჩვენმა მეზობელმა ეს სხვანაირად არ გაიგოს.

რა არის გასაკეთებელი, სია მოცემულია. ეს არის მთავრობის და ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობა, რომელიც ასე იქცეოდა: დაანებოს ასე სირბილს სხვადასხვა დედაქალაქში, რაც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას და შეუდგეს აქ მუშაობას იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი