კარლ ჰარცელი - ევროკომისიამ დღეს საქართველოს გამოუცხადა თანხმობა და ეს ისტორიული მომენტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
176 17 ივნისი 2022, 19:35

მოდით ნათელი იყოს, ევროკომისიამ დღეს საქართველოს თანხმობა გამოუცხადა და ეს ისტორიული მომენტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ახლა, ამ მოგზაურობაში შემდეგი სადგური იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც ევროპულ საბჭოში ერთხმად მიიღებს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, რომლებიც მომავალ კვირას ხუთშაბათს და პარასკევს შეიკრიბება.

„მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საბოლოო გადაწყვეტილებები უკრაინის საქართველოსა და მოლდოვის შესახებ. მოდით ნათელი იყოს, ევროკომისიამ დღეს საქართველოს თანხმობა გამოუცხადა და ეს ისტორიული მომენტია. მაგრამ მასში ასევე გამოხატულია შეშფოთება, ქვეყნის ამჟამინდელ ტრაექტორიაზე, თუმცა ამავდროულად ჩამოყალიბებულია ძალიან მკაფიო სამუშაოების სია, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს, დაძლიოს ეს შეშფოთება და ნებისმიერი სკეპტიციზმი საქართველოს გულწრფელობის შესახებ, როდესაც საქმე ეხება მის სტრატეგიულ პროევროპულ არჩევანს.

ვინაიდან მე არ ვარ ახალბედა პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოში, არ ვიტყვი, რომ ეს ადვილი იქნება, მაგრამ გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო და ეს არის ის, რისი მოლოდინის უფლებაც აქვს საქართველოს მოსახლეობას და ამომრჩეველს თავისი პოლიტიკური ელიტისგან, რა თქმა უნდა, ევროკავშირი იქნება იქ, როგორც ადრე, რათა დაეხმაროს საქართველოს ამ საქმეში“, – განაცხადა ჰარცელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი