ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
217 17 ივნისი 2022, 20:50

დღევანდელი რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადზე. ეს რეკომენდაცია შეიცავს მნიშვნელოვან გზავნილებს სამივე ქვეყნისთვის. დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს, გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე, მართალია, ჰქონდა მეტი მოლოდინი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება. ამ რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევეს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულებ

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: ვიზალიბერალიზაციის პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება - ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ
რომის პაპი: მოლაპარაკებების გზით მიღწეული მშვიდობა უკეთესია, ვიდრე გაუთავებელი ომი
კახა კალაძე: ლობიზმში ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ კრიმინალი სააკაშვილი, რომელმაც შექმნა წამების, რეკეტის, ჩაგვრის, გაუპატიურების სისტემა, ტერიტორიების 20% შეგნებულად ჩამოაჭრა საქართველოს
გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი ინსტიტუცია ევროპაში ისეთ რეზოლუციებს იღებს, რომელსაც მისივე კოლეგა ინსტიტუტები აუქმებენ და აქარწყლებენ
ილია დარჩიაშვილი - 29 აპრილს ადამიანები გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ბევრჯერ გავხდით მომსწრე დამაზიანებელი დეზინფორმაციისა, რომელსაც პასუხი სჭირდება
არქივი