მამუკა მდინარაძე: მაშინ, როდესაც ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად დეპოლარიზაციაა მითითებული, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი ხალხს აქციებისკენ მოუწოდებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
227 20 ივნისი 2022, 11:59

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ევროკომისიის გადაწყვეტილებასა და რეკომენდაციების პირველ პუნქტზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, კომისიის დეპოლარიზაციისკენ მოწოდების მიუხედავად, საქართველოში, რადიკალური ოპოზიცია დაპირისპირების გაღრმავებას ცდილობს, რის დასტურადაც დღევანდელ აქციას ასახელებს.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტუალურია კითხვა: ვინ ან რა უქმნის საქართველოს ხელოვნურ დაბრკოლებებს ევროინტეგრაციის პროცესში? მაშინ, როდესაც ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად დეპოლარიზაციაა მითითებული, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი ხალხს აქციებისკენ მოუწოდებს. სხვათა შორის, დეპოლარიზაცია არის ერთადერთი პუნქტი, რომელიც არც უკრაინასა და არც მოლდოვას მიმართ, რეკომენდაციებში არანაირი ფორმით არ მოხვედრილა“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ ერთდროულად თბილისსა და რეგიონებში გაიმართება. დედაქალაქში სტარტს ის საღამოს, პარლამენტის შენობიდან აიღებს და მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაგრძელდება, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება. აქცია „სირცხვილიასა“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება. მათი განმარტებით, ეს აქცია იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის, რათა სტრატეგიულ პარტნიორებს კიდევ ერთხელ დაანახონ ერთობა და ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს ევროპული არჩევანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭს უყრიან, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან - შარლ მიშელი
ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს - საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს უკრაინისთვის და ისრაელისთვის დახმარების კანონპროექტს განიხილავს
ნინო ნადირაძე: მოიმღერ-მოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე
დიმიტრი ხუნდაძე: ეს არის ჩვენი მხრიდან მთავარი კითხვა - თუკი გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში დასავლურია, საქართველოში რატომ არის ის რუსული?
არქივი