კახა კალაძე მედიის წარმომადგენლებს: მე გისვამთ კითხვას თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს - საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
215 22 ივნისი 2022, 17:47

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატობის სტატუსი. მე გისვამთ კითხვას თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს - საქართველო იმსახურებდა კანდიდატობის სტატუსს? ის რეფორმები, რაც ბოლო წლების განმავლობაში გავატარეთ, იყო წარმატებული. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება - ეს ყველაფერი გააკეთა მმართველმა გუნდმა, პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო “, საზოგადოებასთან ერთად. ჩვენ მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კანდიდატობის სტატუსი მივიღოთ.

ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, იმსახურებდა კანდიდატობის სტატუსს, მაგრამ დაისაჯა. სამ ქვეყანას შორის წარმატებული იყო ყველა ასპექტში, ყველა რეფორმით, თუმცა გვითხრეს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ვაძლევთ სტატუსს, რადგან ის ახლა ომშია ჩართული. ჩვენ ხომ ვიცით იმიტომ არ გვანიჭებენ სტატუსს, რომ სანქციებში და ომში არ ჩავერთეთ. თან გვეუბნებიან, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა არ გვიწყობს ხელს. 30 წელია ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ და ახლა გაიგეს როგორი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა საქართველოში?“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალექსანდრე იაშვილი - მინდა, ჩვენი ნაკრების სახელით, უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ფონდ „ქართუს“ მადლობა გადავუხადო
მიხეილ ყაველაშვილი: ნეტა ვინმემ მიბაძოს „ქართუს“ და მსგავსი პრემიები დააწესოს ჩვენი ფეხბურთელებისთვის, მოხარული ვიქნები, ხაზარაძემ მიბაძოს და ტაშს დავუკრავ
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა, რუსთავის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო
დიმიტრი ხუნდაძე: არ გვინდა ისეთი ევროპა, სადაც კრიმინალებს უხსნიან გზას - ადეიშვილი ევროპის მოედანზე დასეირნობდა, გვარამიამ კი ევროპარლამენტარებთან ერთად ბრიფინგი ჩაატარა
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ კონსტიტუციური კანონპროექტები ამბროლაურში განიხილა
არქივი