ომს სჯობდა, გვქონოდა ის სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა აღიარებული პერსპექტივით - 99 პროცენტით საბჭო გაიმეორებს კომისიის დასკვნას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 23 ივნისი 2022, 15:02

რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მგონია, ომს სჯობდა, გვქონოდა ის სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა აღიარებული პერსპექტივით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილება უცვლელი დარჩება.

„99 პროცენტით საბჭო გაიმეორებს კომისიის დასკვნას, რაიმე ცვლილებას წესით არ ველოდებით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ საქართველო არის მოწინავე ყველა პარამეტრით. შეგიძლიათ ჩახვიდეთ უკრაინასა და მოლდოვაში და ნახავთ, რომ ყველა მიმართულებით საქართველო არის წინ. ეს არის ისეთი რეალობა, რასაც წყალი არ გაუვა. ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, უკრაინამ იომა და მხოლოდ ამის გამო მისცეს სტატუსი, ეს თქვა მაკრონმა. მან თქვა, რომ უკრაინას არ ეკუთვნის კანდიდატობა, მაგრამ იომა და აძლევენ სტატუსს. რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მგონია, ომს სჯობდა, გვქონოდა ის სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა აღიარებული პერსპექტივით“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაქვეყნა სამი ასოცირებული ქვეყნის განცხადებებთან დაკავშირებით თავისი შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რეკომენდაცია მისცა, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეფასდეს, როგორ ასრულებს ის პირობებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი