კაია კალასი - ევროპული პერსპექტივა არის ის, რაც ალბათ არის გადაწყვეტილი საქართველოსთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
153 23 ივნისი 2022, 17:58

ევროპული პერსპექტივა არის ის, რაც ალბათ არის გადაწყვეტილი საქართველოსთვის, ეს ყველაფერი დაკავშირებულია გარკვეულ პირობებთან, რომლებსაც უნდა მიჰყვეთ, რომ საბოლოო ჯამში მიიღოთ ევროკავშირის წევრობა, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არსებობს გარკვეული შესაძლებლობების ფანჯარა, პოლიტიკური დრო, როდესაც ყველა ერთმანეთს ჰკიდებს ხელს და ყველაფერს აკეთებს აუცილებელი რეფორმებისთვის.

„მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის იმედის მიცემა, ევროპული პერსპექტივის იმედის მიცემა. ჩვენი ისტორიიდან ვიცით, რომ არსებობს გარკვეული შესაძლებლობების ფანჯარა, გარკვეული პოლიტიკური დრო, როდესაც ყველა ერთმანეთს ჰკიდებს ხელს და ყველაფერს აკეთებს აუცილებელი რეფორმებისთვის. ჩვენ ახლა ამას ცხადად ვხედავთ უკრაინაში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს თანხმობა, რომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება საქართველოს, ევროპული პერსპექტივა არის ის, რაც ალბათ არის გადაწყვეტილი. ეს ყველაფერი დაკავშირებულია გარკვეულ პირობებთან, რომლებსაც უნდა მიჰყვეთ, რომ საბოლოო ჯამში მიიღოთ ევროკავშირის წევრობა“, – განაცხადა კაია კალასმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს, ანუ, საქართველოში ფართე ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას
არქივი