ესპანეთის პრემიერი - მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პერსპექტივის აღიარებას - თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 23 ივნისი 2022, 19:15

მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პერსპექტივის აღიარებას - თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი წერილში აღნიშნავს, რომლითაც ის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ ესპანეთი მხარს დაუჭერს კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეკომენდაციები განხორციელდება.

„ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წერილისათვის, რომელიც თარიღდება 20 ივნისით, სადაც ითხოვდით ესპანეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროპის საბჭოს ხმის მიცემისას, რომელიც გაიმართება 23 და 24 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შესახებ.

მართლაც ჩვენ ვდგავართ გადამწყვეტი მომენტის წინაშე ევროპის მშენებლობის პროცესში და ევროპულმა ყველა სახელმწიფომ უნდა შეიტანოს წვლილი უფრო შეკრული და სამართლიანი კავშირის ჩამოყალიბებაში.

ამ კონტექსტში მინდა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა ევროსაბჭოს მომავალ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება 23 და 24 ივნისს. ჩემი ხელისუფლება უერთდება და მხარს უჭერს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც 17 ივნისის დასკვნაშია მოცემული, რომელიც ევროსაბჭოს კომისიამ გამოსცა. შესაბამისად, მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პერსპექტივის აღიარებას. ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეკომენდაციები განხორციელდება.

მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას მიმართოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რათა დაიწყოს რეფორმების პროგრამა, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის ტრანსფორმაციას და ადაპტაციას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მატერიალიზებას. ისეთ ქვეყნებს, როგორიც ესპანეთია ჩვენ უკვე საკუთარ თავზე გამოვცადეთ და გავიარეთ გაწევრიანების აღნიშნული ფასი, გვესმის გამოწვევის სიდიდე მაგრამ, ასევე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სარგებელი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მკაფიო ნება, დაიკავოს თავისი კანონიერი ადგილი ევროპულ ოჯახში, იქნება საუკეთესო საშუალება საქართველოს წინსვლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

ვსარგებლობ შემთხვევით, რომ გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე თავისუფალია და ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ პირიქით, იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო
სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ვინც განხილვაში შემოვა, ის ვერაფრით დაამტკიცებს, რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს
არქივი