დღეს ისტორიული დღეა, მიიღება ისტორიული გადაწყვეტილებები უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემით და საქართველოს გზაზე მტკიცედ დაყენებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 23 ივნისი 2022, 22:13

დღეს ისტორიული დღეა, მიიღება ისტორიული გადაწყვეტილებები უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემით და საქართველოს გზაზე მტკიცედ დაყენებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროკავშირის საბჭოში მონაწილეობის შემდგომ პრესკონფერენციაზე​ განაცხადა.

„ძალიან მსურს, მივულოცო სამივე ქვეყნის მოსახლეობას, რომლებმაც ევროპას, სახლის მსგავსად შეხედეს. მათთვის შესაძლებელია დაცვის მიცემა ღირებულებებისთვის ბრძოლაში, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება და სამართლიანობა, რაც ისეთივე ღირებულებებია, როგორიც ჩვენი, ევროპული, რომლებსაც მათთან ვიზიარებთ. ევროპარლამენტი ერთ-ერთი პირველი იყო მოწოდებაში, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიღებულიყო. უკრაინელ პარტნიორებთან ერთად ენერგიულად ვუწევდით ამ გადაწყვეტილებებს ადვოკატირებას. მოხარული ვარ, რომ დღეს ეს ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღება.

რამდენიმე საათის წინ ევროპარლამენტში მივიღეთ რეზოლუცია, რომელმაც დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა ამ სამი ქვეყნისთვის კარის გაღებას. ჩვენ მხოლოდ ვივლით წინ იმ ევროპისკენ, რომლისთვისაც ღირებულია გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია. თუ როდესმე იყო დრო მეტი ევროპისთვის, სწორედ ახლა არის“,- განაცხადა მეცოლამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს
შალვა პაპუაშვილი - რომაული გამონათქვამია, რაც შეჰფერის იუპიტერს, არ შეჰფერის ხარს, ზოგიერთს ხარი ვგონივართ და გვეუბნებიან, არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი ქვეყანა გარე გავლენებისგან დავიცვათ
პრემიერ-მინისტრი საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - ვინმეს კეთილსინდისიერება თუ არის შესამოწმებელი, ესაა „ენჯეო“ სექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც თავის დასკვნაში ამბობდა, რომ არათუ მართალია გვარამია, დანაშაულიც კი არ არსებობს
შალვა პაპუაშვილი - არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია, სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა
არქივი