გიორგი ვოლსკი - მარიამ ლაშხის ასეთი გააფთრებული ბულინგი, მით უფრო ქალების მონაწილეობით, უზნეობა იმიტომაცაა, რომ იგი ერთი მცირეწლოვანის დედაა და მეორეზეა ფეხმძიმედ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
141 23 ივნისი 2022, 23:17
მარიამ ლაშხის ასეთი გააფთრებული, დაუნდობელი ბულინგი, მით უფრო ქალების მონაწილეობით, უზნეობა იმიტომაცაა, რომ იგი ერთი მცირეწლოვანის დედაა და მეორეზეა ფეხმძიმედ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, კიდევ კარგი  ის დრო არაა, როდესაც ამ სექტისათვის წამების იარაღები იყო ხელმისაწვდომი.

„მარიამ ლაშხის ასეთი გააფთრებული, დაუნდობელი ბულინგი, მით უფრო ქალების მონაწილეობით, უზნეობა იმიტომაცაა, რომ იგი ერთი მცირეწლოვანის დედაა და მეორეზეა ფეხმძიმედ. კიდევ კარგი ის დრო არაა როდესაც ამ სექტისათვის წამების იარაღები იყო ხელმისაწვდომი“ - წერს ვოლსკი Facebook-ზე. 
ვოლსკი ეხმიანება „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქგვერდზე „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ნოდარ მელაძის ჟურნალისტი ნატო ქაჯაია ღიად ჩაერთო ქალი პოლიტიკოსის ბულინგის კამპანიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ არც სახალხო დამცველი, არც გენდერულ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები ამ დრომდე არ ინტერესდებიან აღნიშნული დისკრედიტაციული კამპანიით, რომელიც შინაარსობრივად სექსისტურია.

„ნოდარ მელაძის ჟურნალისტი, ნატო ქაჯაია ღიად ჩაერთო ქალი პოლიტიკოსის მარიამ ლაშხის ბულინგის კამპანიაში. ის „დაინტერესდა“, რატომ ითხოვა უმრავლესობის წევრმა პარლამენტის თავმჯდომარისგან მისი საპარლამენტო გამოსვლისას დროის დამატება.

სინამდვილეში ნატო ქაჯაიამ გააგრძელა ქალი პოლიტიკოსის ბულინგის და შეურაცხყოფის ის კამპანია, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გუშინდელი დღიდან დაიწყეს.

სამწუხაროა, რომ არც სახალხო დამცველი, არც გენდერულ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები ამ დრომდე არ ინტერესდებიან აღნიშნული დისკრედიტაციული კამპანიით, რომელიც შინაარსობრივად სექსისტურია“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილია დარჩიაშვილი - 29 აპრილს ადამიანები გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ბევრჯერ გავხდით მომსწრე დამაზიანებელი დეზინფორმაციისა, რომელსაც პასუხი სჭირდება
ილია დარჩიაშვილი - ევროპული მომავალი არის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ პარალელურად გვინდა, შევინარჩუნოთ ღირებულებები, ტრადიციები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა
საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას და ევროპულ საგამოძიებო გუნდს წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ, ქართველებს ევროპული ღირებულება უკვე გვაქვს, ამ ღირებულებით ვცხოვრობთ და ევროპულ ღირებულებას რეზოლუცია ვერ ადგენს. ეს რეზოლუცია, მათრახივით რომ იყენებს ევროპარლამენტი, სწორედაც რომ არაევროპულია
ილია დარჩიაშვილი - ვინმე შეგნებულად თუ ახსენებს აფხაზეთს დამოუკიდებელ ერთეულად, ეს არის უპასუხისმგებლო საქმე და ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია
არქივი