გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: დიდი ალბათობით, ეს ვეტო დაიძლევა, რადგან სამართლებრივი შენიშვნები არ არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 29 ივნისი 2022, 14:26

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეძლებს. მისი განცხადებით, პრეზიდენტმა ოფიციალურ დოკუმენტში ვეტოს სამართლებრივი საფუძვლები არ განმარტა.

„პრეზიდენტმა თავად განმარტა, რომ სამართლებრივი შენიშვნები არ აქვს და ეს პოლიტიკური ჟესტია. რომ წავიკითხეთ [ვეტოს განმარტების ტექსტი], იქ ნამდვილად არ არის სამართლებრივი შენიშვნები. უბრალოდ, წერია, რომ ეს კანონპროექტი მიღებული არ უნდა იყოს, რადგან დღეს ასეთი პოლიტიკური პროცესია. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რეგლამენტის შესაბამისად, ჩვენ ამ ე.წ. სამართლებრივ შენიშვნებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და, დიდი ალბათობით, ეს ვეტო დაიძლევა, რადგან თუ სამართლებრივი შენიშვნები არ არის, მათზე ვერც ვიმსჯელებთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას
ანდრიუს კალინდრა - გვჯერა,საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც გაფართოების განახლებულ პროცესს შეეხებ
საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია
ირაკლი კობახიძე: ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
არქივი