ივნისში ესპანეთში ინფლაციამ ბოლო 37 წლის მაქსიმუმს მიაღწია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
103 29 ივნისი 2022, 14:31
მიმდინარე წლის ივნისში ესპანეთში ინფლაციის მაჩვენებელმა ბოლო 37 წლის მაქსიმუმს მიაღწია - სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2022 წლის ივნისში 10,2%-მდე გაიზარდა, რაც ენერგომატარებლებისა და საკვები პროდუქტების ფასების მკვეთრი ზრდით არის გამოწვეული.

ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (INE) მონაცემებით, წლიური ინფლაცია ივნისში 10,2%-ს შეადგენს. ინფლაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 1985 წლის აპრილში დაფიქსირდა. უწყების ცნობით, ბოლო ერთ თვეში ფასები 1,8%-ით გაიზარდა.

ესპანეთის სტატისტიკის ეროვნულ ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ენერგომატარებლებისა და საკვები პროდუქტების ფასების მკვეთრი ზრდის გარდა ინფლაციის ზრდაში თავისი როლი სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში ფასების ზრდამაც შეასრულა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი