ლევან დავითაშვილი: ჩვენი ხელშეწყობით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა - პირველად მოხდა ქართული ტექნოლოგიის ლიცენზირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 29 ივნისი 2022, 15:39

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) „ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის“ ფარგლებში საფრანგეთის ქალაქ მეციში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მასალების, მეტალურგიისა და პროცესების ტექნოლოგიურ კვლევით ინსტიტუტს (The Technological Research Institute for Materials, Metallurgy and Processes (IRT M2P)) შორის ხელი მოეწერა „ერთობლივი კვლევისა და ლიცენზირების ხელშეკრულებას“.

IRT M2P წარმოადგენს ფრანგულ კვლევით ინსტიტუტს, რომელიც ინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე მუშაობს საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო, ენერგეტიკის, თავდაცვის, მასალების წარმოებისა და სხვა სფეროებში. ინსტიტუტი ფინანსდება საფრანგეთის მთავრობისა და ფრანგული ინდუსტრიული კომპანიების მიერ ერთობლივად.

IRT M2P საფრანგეთის მთავრობისა და ფრანგული ინდუსტრიული კომპანიების დაფინანსების საშუალებით აქტიურად იმუშავებს სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტთან ერთად, რათა განავითარონ და აამაღლონ ქართული ტექნოლოგიის ტექნოლოგიური მზაობა, რისი დაფინანსებაც სრულიად ფრანგული მხარისგან მოხდება. 4 ფრანგული კომპანია უკვე დაინტერესებულია ამ პროცესის დაფინანსებით, ხოლო 50% დაფინანსდება საფრანგეთის მთავრობის მიერ. აგრეთვე, IRT M2P უზრუნველყოფს ზემოხსენებული ქართული ტექნოლოგიის დანერგვასა და ლიცენზიით გადაცემას ფრანგული ინდუსტრიული კომპანიებისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ტექნოლოგიის ლიცენზირება და მოხდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართული სამეცნიერო სექტორისთვის.

„ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განხორციელდა - პირველად მოხდა ქართული ტექნოლოგიის ლიცენზირება. ეს საშუალებას მისცემს ჩვენი ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს მეტად განავითარონ და აამაღლონ ქართული ტექნოლოგიის მიღწევები. ასევე აღსანიშნავია, რომ ქართული ტექნოლოგიის ერთობლივად განვითარების შემდგომ, ფრანგული და ქართული კვლევითი ინსტიტუტები ერთობლივად იქნებიან ტექნოლოგიისა და მასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების მფლობელები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დეოლიგარქიზაცია არის ის, რომ მდიდარი ადამიანები არ აპამპულავებდნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, ადამიანები და არა ადამიანი
საქართველოს ევროპული გზა, დასავლური ინტეგრაცია არ გადის სიმართლის დამალვაზე და იმაზე, რომ ელჩებმა მართონ ქვეყანა
ოზარ სუბარი: არ უნდა წყვეტდეს რომელიმე ქვეყნის ელჩი, რას და როგორ კანონს მიიღებს საქართველო, ეს ქვეყნის სუვერენიტეტში უხეში ჩარევაა
თსუ - უნივერსიტეტის ბიუჯეტის თანხების უკანონო მითვისების ფაქტზე სამართალდამცავ სტრუქტურებს თავად უნივერსიტეტმა 2022 წლის მარტში მიმართა
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება სტაბილიზირებული იქნება
არქივი