გიორგი ვოლსკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 29 ივნისი 2022, 16:28

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ-ჩინურ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

„მივაწოდეთ ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ოკუპაციისგან გამოწვეული პრობლემების თაობაზე. ასევე, გავაცანით საქართველოს პოზიცია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, უკრაინისადმი ჩვენი პოლიტიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერის თაობაზე და ვისაუბრეთ საქართველოს პროდასავლურ, ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა თავის მხრივ დაადასტურა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით. ორივე მხრიდან გამოითქვა იმედი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: საკუთარი ნების გარეშე მოქმედი ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - დესტრუქციით, რადიკალიზმით რამენაირად იმ ძალაუფლების დაბრუნება, რომელიც მათ ჰქონდათ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან ის ძალები, რომლებიც ჩუმად ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კულტურას, ტრადიციებს, ქართველი ხალხის ინტერესებს
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსისგან ვნახეთ პირდაპირი თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. თავდასხმა პოლიციაზე არის თავდასხმა სახელმწიფოზე და მნიშვნელოვანია, შესაბამისი განმარტება მოვისმინოთ ლიეტუვის საელჩოსგანაც
შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილის შეკრება ემსახურება იმას, რომ ქართველმა ხალხმა ყველას გააგონოს ქვეყნის შიგნით და გარეთ, სად დგას ქართველი ხალხი, რომ ვდგავართ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე
შალვა პაპუაშვილი: როდესაც გვეუბნებიან, რომ თურმე ევროპულ ღირებულებებს არ შევესაბამებით, გულისხმობენ, რომ გვერდით არ ვუდგავართ კრიმინალებს, თავს არ ვესხმით პოლიციას და მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ციხეშია
არქივი