რატი ბრეგაძემ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 29 ივნისი 2022, 16:55

იუსტიციის მინისტრმა და გაეროს განვითარების პროგრამის​ (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში თანამშრომლობის არსებული მიმართულებები განიხილეს და ურთიერთობის გაღრმავების შესაძლო სფეროებზე იმსჯელეს. რატი ბრეგაძემ ნიკ ბერესფორდს ის სიახლეები გააცნო, რომლებიც სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით ხორციელდება. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა 5 რაიონში - გარდაბანში, წყალტუბოში, სიღნაღში, კასპსა და ჩხოროწყუში; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ კიდევ 6 მუნიციპალიტეტში - ზესტაფონში, სამტრედიაში, თერჯოლაში, ხაშურში, ახმეტასა და სუფსაში.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მობილური იუსტიციის სახლის პროექტს, რომელიც იმ სოფლებისთვის ამოქმედდა, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალები ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს. იუსტიციის სახლის მიკროავტობუსი „მობილური იუსტიციის სახლი“ მოსახლეობას საკუთარ სახლთან აწვდის ყველა იმ სერვისს, რომელთა მისაღებად იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში ვიზიტი იყო საჭირო. სერვისი 7 რაიონში უკვე ხელმისაწვდომია.

უკვე მიმდინარეობს მუშაობა ციფრული იუსტიციის სახლის პროექტზე, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, მობილური აპლიკაციის საშუალებით მიიღონ იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისი.

რეფორმების წარმატების შედეგია ის, რომ UNDP-ისა და UK aid-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მომხმარებელთა 96%-სთვის სერვისები მარტივად ხელმისაწვდომია, მომსახურებით კმაყოფილების მაჩვენებელი კი 97%-ია.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნიკ ბერესფორდს იმისათვის, რომ UNDP-ის მხარდაჭერის შედეგად, საქართველოში პირველად შეიქმნა სახელმწიფო სერვისების განვითარების ერთიანი სტრატეგია. დოკუმენტი უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. სტრატეგიის მიზანი სახელმწიფო სერვისების კიდევ უფრო გამარტივება და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდაა. რატი ბრეგაძემ და ნიკ ბერესფორდმა საჯარო სერვისების სფეროში საქართველოს ინოვაციური პროექტების ექსპორტის საკითხებიც განიხილეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თამარ ტყეშელაშვილი და ბექა ძამაშვილი ესწრებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს, ანუ, საქართველოში ფართე ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას
არქივი