ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 29 ივნისი 2022, 16:58

საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ის სენატორების დელეგაციასთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა განიხილეს.

„სიღრმისეული საუბარი მქონდა აშშ-ის სენატორების ერთობლივ დელეგაციასთან ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ტომ ტილის მონაწილეობით. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბექა ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში არ უნდა დარჩეს დასახლებული პუნქტი, სადაც არ გავაერთიანებთ ძალებს და არ შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს
რესპუბლიკის მოედანზე ქალთა ორგანიზაცია აქციას მართავს
ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე - აშკარაა "ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით", ამიტომაც არიან ასე ორკესტრირებულად აღრიალებულნი და დასახმარებლად უხმობენ თავიანთ დამფინანსებელ მამებს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ დვანთნ, ორი ახალი უკანონო ინსტალაცია განათავსეს
არქივი