შარლ მიშელი - დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი ევროკავშირი ნატო-ს გახდის უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 29 ივნისი 2022, 17:00


ეს სამიტი არის მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ გადაწყვეტილება შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ასევე მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს შესაძლებლობა ხელახლა გამოვხატოთ ძალიან მტკიცე და კონკრეტული მხარდაჭერა უკრაინისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ნატო-ს მადრიდის სამიტზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ნატო-სთან ერთად იზიარებს საერთო ღირებულებებს და საერთო პრინციპებს.

„საათების განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს კოლეგებთან ერთად, რათა მოვემზადოთ ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად, ევროკავშირის, ნატო-ს და ყველას მეტი უსაფრთხოებისთვის და მეტი დაცულობისთვის, რათა ხელი შევუწყოთ და დავიცვათ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები და პრინციპები. ჩვენ გავზრდით თავდაცვის ხარჯებს, ჩვენ გადავწყვიტეთ თავდაცვის ხარჯების 200 მილიარდი ევროთი გაზრდა, ჩვენ გვსურს მეტი თავდაცვა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვსურს შევამციროთ ფრაგმენტაციის დონე, რათა ვიყოთ ბევრად ეფექტური და გვქონდეს მეტი შესაძლებლობები“, – განაცხადა მიშელმა.

შარლ მიშელის განცხადებით, უფრო ძლიერი ევროკავშირი ნატო-ს გახდის უფრო ძლიერს და უსაფრთხოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი ევროკავშირი ნატო-ს გახდის უფრო ძლიერს და უსაფრთხოს და ასევე გავაძლიერებთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რათა განახორციელოს მისი პრიორიტეტები. ევროკავშირსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობა არ არის ახალი, ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და საერთო მიზნები და ეს მართალია, რომ ამ ომის გამო ჩვენი ერთად მუშაობა, ჩვენი თანამშრომლობა არის შესამჩნევი. გეტყვით ერთ მაგალითს, ომის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში, ევროკავშირმა, მისი წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, მოახდინა სახსრების მობილიზება, რათა უკრაინისთვის აღმოეჩინა დახმარება მცირე სამხედრო აღჭურვილობით და რამდენიმე საათში მცირე სამხედრო აღჭურვილობა უკვე გაიგზავნა უკრაინაში. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით ევროპულ თავდაცვაზე და ამ მიმართულებით მივაღწიეთ პროგრესს, რაც კარგია ევროკავშირისთვის და ასევე კარგია ნატო-სთან თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
წყალარინების ქსელის მოწყობა - მთაწმინდის რაიონში თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს
სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა
ნინო ლაცაბიძე: სამარცხვინოდ დაასრულა გახარიას პარტიამ მუშაობა - იყო ძალიან ცუდი მცდელობა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ, რის საშუალებასაც არავის მივცემ
არქივი