თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კაჭარავას მიერ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი არ დააკმაყოფილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 29 ივნისი 2022, 17:20

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას მიერ, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის თითქმის 1-წლიანი განხილვა დასრულდა. მოსამართლე არჩილ კოჭლამაზიშვილმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და თქვა, რომ კაჭარავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

იმედინიუსი“, საქმის მეტი დეტალის გასარკვევად, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს, ირმა ჭკადუას დაუკავშირდა. უფლებადამცველი განმარტავს, რომ, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, 2015-და 2020 წლამდე ნიკოლოზ ბასილაშვილთან ხელშეკრულება იყო დადებული.

„ირაკლი კაჭარავა ამბობდა, რომ იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის სპონსორი, ინვესტორი და მოგებიდან წილსა და სარეკლამო შემოსავლებიდან 30%-ის მიღებას ითხოვდა. ბატონ ირაკლი კაჭარავას სასამართლოზე არანაირი ხელშეკრულება არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენდა, რადგან ასეთი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს“, - აღნიშნავს ირმა ჭკადუა.

მისივე თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ საქმეში ძმები კაჭარავები ფიგურირებდნენ.

„ამ საქმეში ფიგურირებდა არა ორივე ძმა, არამედ - ერთი ძმა, ირაკლი კაჭარავა, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა. როგორც საქართველოში, ისე - საქართველოს ფარგლებს გარეთ, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ნიკოლოზ ბასიალაშვილისთვის რეპუტაციული პრობლემა შეექმნათ, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არგუმენტები ბუნებაში არ არსებობდა. შესაბამისად, ბატონმა არჩილ კოჭლამაზაშვილმა ბატონი ირაკლი კაჭარავას სარჩელი არ დააკმაყოფილა. ბატონ ირაკლი კაჭარავას საზოგადოება დაჟინებით შეჰყავდა შეცდომაში და ამბობდა, რომ ამ პროცესს მოიგებდა და რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არაკეთილსინდისიერი ადამიანია“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ „იმედინიუსთან“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი