ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრებად ოფიციალურად მიიწვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
175 29 ივნისი 2022, 17:24

ჩვენ გადავწყვიტეთ, მივიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს წევრებად და შევთანხმდით, რომ ხელი მოვაწეროთ გაწევრიანების პროტოკოლებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში.

როგორც დეკლარაციაშია ნათქვამი, ფინეთის და შვედეთის უსაფრთხოება ალიანსისთვის პირდაპირი მნიშვნელობისაა, მათ შორის გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობისას.

„ჩვენ ვადასტურებთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ჩვენს ერთგულებას. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს წევრებად და შევთანხმდით, რომ ხელი მოვაწეროთ გაწევრიანების პროტოკოლებს. ალიანსში ნებისმიერი გაწევრიანების დროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოკავშირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთებები სათანადოდ იყოს გათვალისწინებული. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება გახდის მათ უფრო უსაფრთხოს, ნატო-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო დაცულს. ფინეთის და შვედეთის უსაფრთხოება ალიანსისთვის პირდაპირი მნიშვნელობისაა, მათ შორის გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობისას“, – აღნიშნულია სამიტის დეკლარაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ძალადობას, მუქარასა და იძულებაში ბრალდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს
პრეზიდენტი არჩევნებში დიასპორის მონაწილეობაზე - მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ საგარეო არ მონაწილეობს შეხვედრებში, უარს ამბობს და პასუხისმგებლობას იხსნის, რაც გაუგებარია
სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც ხელს შეუწყობს შემდგომ მათ კარიერულ ზრდას
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს
ირაკლი კობახიძე - სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ ზრდას
არქივი