შოთა დიღმელაშვილი - დილით ჩვენ ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით „ქაჯეთის ციხეს“, მჯდომარე პროტესტით დავხვდებით მთავრობას, დავხვდებით ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენ ხმას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 03 ივლისი 2022, 23:13

დილით ჩვენ ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით „ქაჯეთის ციხეს“, მჯდომარე პროტესტით დავხვდებით მთავრობას, დავხვდებით ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენ ხმას, რადგან აქედან არ ესმით. ეს არის ჩვენი არაძალადობრივი მშვიდობიანი გამოხატვა. მივალთ დილით და ავუხსნით, რაც აქედან ვერ ავუხსენით. ჩაგვხედოს თვალებში და გვითხრას, რატომ მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის „შინ ევროპისკენ, წინ ევროპისკენ“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

როგორც დიღმელაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა დაახლოებით ერთ საათში იწურება.

„შემდეგი ნაბიჯი ჩვენი გეგმის არის გადაადგილება მთავრობის სახლისკენ, მაგრამ ეს არ ხდება ახლა. აქ გვაქვს მოწყობილი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ეს ღამე მშვიდობიანად წყნარად გავატაროთ. იქნება თავშესაქცევები. ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვესაუბროთ მშვიდად ერთმანეთს, ჩვენს მეგობრებს, ვესაუბროთ მათ, ვინც ჩვენს დასაცავად არის მოსული. ძალაუფლება დგას მორჩილებაზე და სადღაც ეს მორჩილების ჯაჭვი გაწყდება. საჯარო მოხელეები, პოლიციელები არიან ჩვენი ძმები, ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ მათთან, ვესაუბროთ მათ და მოვა დრო ვიამაყებთ მათით. ახლა ჩვენ ვთქვით, რომ თუ ხელისუფლება არ ასრულებს ჩვენ დაყენებულ პირობას, პრინციპში, მათ მათ აქვთ საათი და 15 წუთი, სანამ 4 ივლისი დადგება. ჩვენ სამ ივლისამდე გვქონდა დაყენებული ულტიმატუმი. რაღაც ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს ისინი კომფორტში არიან. ჩვენ აქ ვიკრიბებით, მაგრამ რამდენიც არ უნდა შევიკრიბოთ, მათთვის არაფერი იცვლება. ამიტომ დილით ჩვენ ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით „ქაჯეთის ციხეს“, მჯდომარე პროტესტით დავხვდებით მთავრობას, დავხვდებით ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენ ხმას, რახან აქედან არ ესმით. ეს არის ჩვენი არაძალადობრივი მშვიდობიანი გამოხატვა. მივალთ დილით და ავუხსნით რაც აქედან ვერ ავუხსენით. ჩაგვხედოს თვალებში და გვითხრას, რატომ მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს
არქივი